პარასკევი, აგვისტო 1, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიარ არსებობს "ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა, არ...

არ არსებობს “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს არანაირი პრემიერებები და მინისტრები, არსებობს ერთადერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და პატარა კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭები – გიორგი ვაშაძე

ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ყოფნას “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილი სიაში ყოველთვის იყო და ის არის პრემიერიც, პარლამენტიც და მოსამართლეც. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით არსებობს ერთადერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და პატარა კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭები, რომლებიც ოლიგარქს გარშემო ჰყავს შემოკრებილი:

რაღა უჭირთ ბიძინა ივანიშვილი თუ იქნება სიაში. ივანიშვილი სიაში ყოველთვის იყო, პრემიერიც ის არის, მინისტრიც, მოსამართლეც, პარლამენტიც და საერთოდ ყველაფერი.

„ქართულ ოცნებაში“ ვინმე სხვა რამეს წარმოადგენს?! დღეს, რომ გახარია დაიბაროს ივანიშვილმა და უთხრას: სასწრაფოდ გაფრინდი მოსკოვში და არ დაგინახო საქართველოში, გახარია უპრობლემოდ გაფრინდება. საერთოდ არ მაინტერესებს რას აპირებენ, ბიძინა ივანიშვილის გამო სანქციები დაგვიწესეს.

არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, არ არსებობს არანაირი პრემიერებები და მინისტრები, არსებობს ერთადერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და პატარა კორუმპირებული, უუფლებო ხელის ბიჭები, რომლებიც ოლიგარქს გარშემო ჰყავს შემოკრებილი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...