პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითქვენ ალბათ რუსეთი გგონიათ, ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც...

თქვენ ალბათ რუსეთი გგონიათ, ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ფულით შეგიძლიათ ყველაფერი მოაგვაროთ – გიორგი ვაშაძე ივანიშვილს და გახარიას მიმართავს

ამერიკის კონგრესის მიერ გავრცელებულ ახალ დოკუმენტს, 132 მლნ დოლარის გამოყოფის კანონპროექტის ტექსტს, სახელმძღვანელოდ დღეს რამდენიმე დეტალური განმარტება დაემატა, რასაც გიორგი ვაშაძის განმარტებით „ქართულმა ოცნებამ“ გამოსწორების მაგივრად ფულით სცადა მოეგვარებინა საკითხი და მრავალრიცხოვანი არაერთი ლობისტური კომპანიების არმია შეასია კონგრესს და სენატს. საპასუხოდ კი უფრო მკაცრი შესწორებები მიიღო. ახალი საქართველოს თავმჯდომარის განცხადებით დოკუმენტში საუბარია არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზე, პოლიტიკოსების მიმართ ანგარიშსწორებაზე, მედიის თავისუფლებასა და სასამართლოში გამეფებულ კლანურ მმართველობაზე.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და ეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. „ქართულმა ოცნებამ“ კონგრესის მიერ გავრცელებული პირველი ინფორმაციის შემდეგ, სადაც საქართველოს სანქციებზე იყო საუბარი, საკუთარი მრავალრიცხოვანი არაერთი ლობისტური კომპანიების არმია შეასია კონგრესს და სენატს. აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ არგუმენტი მხოლოდ ზოგადი ფრაზეოლოგია იყო საქართველოს კრიტიკასთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ „ქართული ოცნებისათვის“ კიდევ უფრო მკაცრი შესწორებები შევიდა დოკუმენტში, რომელიც დამტკიცდება სავარაუდოდ უკვე საბიუჯეტო კომიტეტზე და რაც იმას ნიშნავს, რომ მას საბოლოო ჯამში მიიღებს საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად კონგრესი და სენატი.

დოკუმენტში საუბარია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად, საუბარია იმ სასამართლოში გამეფებულ კლანურ მმართველობაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ქვეყანაში, საუბარია მედია თავისუფლებაზე, საუბარია პოლიტიკოსების მიმართ ანგარიშსწორებაზე და საუბარია ქვეყანაში ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელსაც არცერთ შემთხვევაში არ შეეგუება ამერიკის შეერთებული შტატები.

„ქართულ ოცნებას“ ამ ორი დღის განმავლობაში ჰქონდა არჩევანი, რომ შეესრულებინა და პრობლემურ წერტილებზე პროგრესი ეჩვენებინა და რაღაც გამოესწორებინა, თუმცა მათ აირჩიეს სხვა გზა. ეგონათ ფულით კონგრესში და სენატში რამეს გადაწყვეტდნენ.

მსურს მივმართო ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ ლიდერებს: თქვენ ალბათ რუსეთი გგონიათ, ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ფულით შეგიძლიათ ყველაფერი მოაგვაროთ. ამერიკა მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და ქართველ ხალხს და არ მოგცემთ არცერთ შემთხვევაში დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვის შესაძლებლობას.

ერთადერთი გზა რაც აგვარიდებს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს სანქციებს რომელზეც საუბარია ამ დოკუმენტში, დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მხრიდან მომდინარეობს, დაუყოვნებლივ ხელი აიღოთ ქართული დემოკრატიის ხელყოფიდან, ჩაატაროთ სამართლიანი არჩევნები და მოემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისათვის. იმიტომ, რომ ეს არის საქართველოში დემოკრატიული განვითარების ერთადერთი გზა.

ყელში ამოუვიდა ყველას უკვე თქვენი მავნებლობა, რის გამოც ზიანს იღებს ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინტერესები.

შეუქცევადია ეს პროცესი, რაც არ უნდა ფული დახარჯოთ ლობისტებში, ვინც არ უნდა ჩარიოთ, ეს არ შეიცვლება! ლობისტი არ წყვეტს ამას. მას წყვეტს ის ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლისთვისაც საქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი, რომლისთვისაც სულერთი არ არის საქართველოში როგორი მმართველობა იქნება.

ამერიკას სჭირდება ძლიერი საქართველო, როგორც წამყვანი პარტნიორი რეგიონში. თქვენ ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებით. სწორედ ამიტომ განაჩენი გამოგიტანათ საერთაშორისო საზოგადოებამ და ასევე განაჩენს გამოგიტანთ ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს ქართული არჩევნებით,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...