პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები”ვინც გამიხსნა იმას ვუხსნი” უაზრო პრინციპია - რომან...

”ვინც გამიხსნა იმას ვუხსნი” უაზრო პრინციპია – რომან გოცირიძე

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე საქართველოს მიერ მხოლოდ 5 ქვეყნისთვის საზღვრების გახსნას ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ნეგატიურად ეხმაურება. მისი თქმით ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილება არასწორია და საზღვარი ,,ვინც გამხსნა იმას ვუხსნის” პრინციპს ემსახურება:

რომან გოცირიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,საზღვრების გახსნა, ტესტირების გარეშე შეიცავს სერიოზულ საფრთხეს. გაუგებარია, რატომ უხსნი საზღვარს უპირობოდ მაგალითად, საფრანგეთს, სადაც პანდემია ბობოქრობდა და არ უხსნი მონტენეგროს? ”ვინც გამიხსნა იმას ვუხსნი” უაზრო პრინციპია. ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.

ყველამ, ვინც შემოვა, მიუხედავათ იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან, უნდა წარმოადგინოს გამოფრენამდე 1-3 დღით ადრე გაკეთებული ანალიზი. საზღვარზე სიცხიანს კი აქ უნდა გაუკეთდეს დამატებითი გამოკვლევა.

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება არის არასწორი,” – აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ საზღვარი 5 ქვეყანას გაუხსნა: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი.

საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

“როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია, ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, უსამშობლოს დაუძახებ” – ვახო...

ჟურნალის ვახო სანაიას მძიმე მინიშნება: "როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...