შაბათი, ივნისი 14, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვამედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანხები...

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანხები გაუყინა საქართველოს არის ტყუილი – კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა, ამერიკის კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილის გაყინვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და უარყოფს მას. “ქართული ოცნების” წევრის თქმით, ამერიკას საქართველოსთვის თანხები არ გაუყინავს, ხოლო დაინიცირებულ კანონპროექტს თვეები სჭირდება იმისთვის, რომ სესიამდე მივიდეს. კახა კუჭავას განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისთვის ღიმილის მომგვრელია:

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რაღაც თანხები გაყინა და კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს ტყუილია. რადგან საუბარია კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებულ კანონპროექტზე, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თვე დასჭირდება იმისათვის, რომ სესიამდე მივიდეს და კენჭისყრა ჩატარდეს, ამიტომ მოსაზრება, რომ კანონპროექტი დაინიცირდა არის ღიმილის მომგვრელი,“ – აცხადებს კახა კუჭავა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტების, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსებას შეეხებოდა.

დოკუმენტში ნახსენებია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით მიიღებს 132 025 000 აშშ დოლარს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით, სხვა შემთხვევაში საქართველოსთვის გამოყოფილი ფულადი დახმარება 15%-ით შემცირდება.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...