spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპანდემიის შემდეგ პირველად საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი...

პანდემიის შემდეგ პირველად საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს:

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას მხარდაჭერისთვის და სოლიდარობისთვის, რომელიც გამოავლინა მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში, მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან არის, საქართველოშია და როგორც უკვე გითხარით პანდემიის შემდეგ ეს პირველი მნიშვნელოვანი ვიზიტია.

უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთი ყოველთვის ღიად და მკაფიოდ აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა მნიშვნელოვან საკითხში. ეს არა მხოლოდ ბოლო პერიოდში იყო, არამედ წლების განმავლობაში. უნგრეთი არის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერი.

წარმატებით ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი ამბიცია, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდეს და ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი უნგრული კომპანია საქართველოში. ჩვენთან არის “Wizz Air”, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნგრული კომპანია საქართველოში, ის აგრძელებს ჩვენს ქვეყანაში ყოფნას და კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობებს.

დღეს, ასევე ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს და დამატებით პროტოკოლს განათლების სფეროში, ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მინიჭების თვალსაზრისით და ასევე კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. დეტალურად გავაცანი მინისტრს არსებული რთული ჰუმანიტარული სიტუაცია და კიდევე ერთხელ ვისაუბრეთ, რომ ერთადერთი ეფექტური საშუალება არის “საერთაშორისო თანამეგობრობის” მხარდამჭერი კონსოლიდაცია, სადაც უნგრეთი არის ჩემპიონი და საქართველოს მხარდამჭერი ამ თვალსაზრისით,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...