პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიუნდა დავუჯეროთ ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას,...

უნდა დავუჯეროთ ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად იყენებს კორონავირუსს პოლიტიკური მიზნებისთვის – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მთავრობას თურქეთთან საზღვრის გახსნისკენ მოუწოდებს. უგულავას თქმით დასავლეთ საქართველოში ათი ათასობით ადამიანი, რომელიც სეზონურად მუშაობს თურქეთში, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და იმ ფონზე, როდესაც თურქული მხარე საზღვრებს გვიხსნის, მთავრობაც ანალოგიურად უნდა მოიქცეს, რომ მოქალაქეებმა შეძლონ თანხების შეგროვება და ოჯახების შენახვა. მმართველი გუნდის ოპონენტი აღნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველოში შიმშილი დაიწყება თუ ხელისუფლება დროულად არ იმოქმედებს:

გუშინ პრემიერმა გიორგი გახარიამ გვამცნო, რომ მთავრობა არ აპირებს სახმელეთო საზღვრის გახსნას თურქეთის მიმართულებით მაშინ, როდესაც თურქულ მხარეს საზღვარი გახსნილი აქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მან ისაუბრა უცხოელ ტრაილერის გადამზიდავებსა და მძღოლებზე, თუ როგორ კარგად ექცევა ხელისუფლება მათ. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ არა ტრაილერის მძღოლების, არამედ პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების თვალით შეხედოთ პრობლემას.

მე გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ერთი და მთავარი პრობლემა დგას დღეს. უკვე წლებია ჩვენი მოქალაქეები იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე. ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილისა და ჩაის საკრეფად. ჩაის სეზონი უკვე, თითქმის, გასულია და აგვისტოში იწყება თხილის სეზონი. ეს არის ამ ადამიანებისთვის და ხაზს ვუსვამ ათი ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც ცხოვრობენ აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში და მთლიანად დასავლეთ საქართველოში ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, დაახლოებით, ერთი ჩვენი თანამოქალაქე 8-10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში. ამავე დროს, უნდა დავუჯეროთ ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად იყენებს კორონავირუსს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ სანამ, პირდაპირი მნიშვნელობით, დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“ახლა დასხედით მურუსიძის სასამართლოში და დაუბრუნეთ ფული ბიძინას” – ვახო სანაია

ბოლო პერიოდში, ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მხრიდან კორუფციული დანაშაულის გამოვლენის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...