spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიინტენსიური Fake-კამპანია წარმოებს "ქართული ოცნების" და პარტიის წარმომადგენლების...

ინტენსიური Fake-კამპანია წარმოებს “ქართული ოცნების” და პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძე

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესსა და მისი ოჯახის ტენდერებში მონაწილეობასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ მასალებს ეხმიანება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და აცხადებს, რომ საქმე გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ “ფეიკ ნიუსთან”. ამასთან, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია:

“საერთაშორისო გამჭვირვალობას” დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია, ამის ნიშნები აშკარად იკვეთება და საკმაოდ ინტენსიურია ეს კამპანია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

ინტენსიური Fake-კამპანია წარმოებს “ქართული ოცნების” და პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს კამპანია არის გაშლილი და სხვადასხვა სუბიექტია ამ ყველაფერში ჩართული – ოპოზიციური სუბიექტები, რა თქმა უნდა, მათი მედია და ა.შ., მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები.

ჩვენ ძალიან ხშირად ვავლენთ ხოლმე მათი მხრიდან გავრცელებულ “ფეიკ ნიუსს”. შესაბამისად, აქაც 99%-იანი ალბათობით, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება “ფეიკ ნიუსი”,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...