პრემიერ-მინისტრი გიორგი რურუას პატიმრობასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო გამოიტანს და ამას პოლიტიკურ პროცესებთან არანაირი კავშირი არ უნდა ქონდეს:
„სისხლის სამართლის ყველა დამნაშავე და კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან არ უნდა ჰქონდეს არანაირი კავშირი. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.
ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტსა და გადაწყვეტილებას რომ გამოიტანს, ეს ხომ პროცესია, მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
თამთა ბარბაქაძე