პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიპირდაპირი მცდელობა ამომრჩევლის ნების გაკონტროლების და საარჩევნო უბნის...

პირდაპირი მცდელობა ამომრჩევლის ნების გაკონტროლების და საარჩევნო უბნის გარეთ, მასზე ზეწოლის და ძალადობის – ირაკლი აბესაძე

პარტიული კოორდინატორები, ძველი ბიჭები, კაბინაში ფოტოს გადაღების მოთხოვნა – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ ,,ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული არჩევნები, ხოლო პარტია უგუნურ და არაპრაგმატულად მოიხსენია. მმართველი პარტიის ოპონენტის თქმით, არჩევნებისა და ამ საარჩევნო კოდექსის მთავარი გამოწვევა, ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის, დაშინებისა და ძალადობის მაქსიმალურად გამორიცხვა იყო, რაც არ შესრულდა. ,,ევროპული საქართველოს” წევრმა აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოების განცხადებას, რომ საქართველომ არასაკმარისად გაითვალისწინა შენიშვნები, არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ, დამსახურებული შენიშვნები არა ნაწილობრივ, არამედ სრულად უგულვებელყო:

,,როდესაც ერთი მხარე არის აბსოლუტურად უგუნური და არაპრაგმატული -„ქართული ოცნება“, რომელიც მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობის გამო ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებს ხელი გადაუგრიხოს პარლამენტში, სამწუხაროდ ვერანაირ ფართო კონსენსუსზე საუბარი ვერ შედგება.

ამ არჩევნებისა და ამ საარჩევნო კოდექსის მთავარი გამოწვევა უნდა ყოფილიყო ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის, ამომრჩევლის დაშინებისა და მასზე ძალადობის მაქსიმალურად გამორიცხვა. აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოების განცხადება ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით არასაკმარისად იქნა შენიშვნები გათვალისწინებული, ხოლო თუ ჩვენ შევაფასებთ – საერთოდ არ იქნა მოცემული ისეთი ნორმები, რაც გამორიცხავს იმ მავნე პრაქტიკას, რომელსაც „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნების განმავლობაში მუდმივად ვაკვირდებოდით.

პარტიული კოორდინატორები, ძველი ბიჭები, კაბინაში ფოტოს გადაღების მოთხოვნა, რაც პირდაპირი მცდელობაა ამომრჩევლის ნების გაკონტროლებისა და საარჩევნო უბნის გარეთ ზეწოლის და ძალადობის. ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეთავაზებები თუ როგორ შეიძლებოდა ამ საკითხის დარეგულირება. მათ უბრალოდ დიალოგიც არ ისურვეს და სწორედ ამიტომ მონაწილეობა არ მივიღეთ ამ პროცესში და არანაირ კონსენსუსზე საუბარი ამიტომაც არ შედგა,” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...