სამშაბათი, აპრილი 29, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმთელი მსოფლიო მოუწოდებს საქართველოს, რომ შეწყვიტონ მართლმსაჯულების პოლიტიკური...

მთელი მსოფლიო მოუწოდებს საქართველოს, რომ შეწყვიტონ მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, რაც ქვეყნის რეპუტაციას ანგრევს – ბადრი ჯაფარიძე

”ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად მისი გათავისუფლება დაასახელა.

ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ისევე, როგორც საბჭოური ქვეყნები, არც ”ქართული ოცნება“ აღიარებს პოლიტპატიმრის არსებობას, შესაბამისად მმართველი ძალის მხრიდან იმის თქმა, რომ ქვეყანას არ ჰყავს პოლიტპატიმარი არის არარეალური:

მმართველი გუნდის განცხადება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არ არსებობის შესახებ რეალობას არის აცდენილი. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, არცერთ ხელისუფლებას არ უღიარებია პოლიტიკური პატიმრების არსებობა. თუმცა, ისე, როგორ მაშინ, დღეს ”ქართული ოცნების” განცხადების საპასუხოდ, მთელი მსოფლიო საუბრობს და წერს ჩვენი ქვეყნის პოლიტპატიმრებზე.

ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ხელისუფლებას, შეწყვიტონ მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, რაც ქვეყნის რეპუტაციას ანგრევს,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

”ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების მოსალოდნელი შეფერხება დააანონსა, რომლის გამომწვევ მიზეზად კვლავ პოლიტპატიმრების არსებობა დაასახელა და განმარტა, რომ არცერთ განვითარებულ სახელმწიფოს არ სურს ითანამშრომლოს ისეთ ქვეყანასთან, რომელიც მართლმსაჯულებას პოლიტიკური ნიშნით იყენებს.

”8 მარტის შეთანხმების შესრულება ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს, რადგან ამ საკითხის ასე ღიად დატოვება აზიანებს ქვეყანას და თავად ხელისუფლებას. პრობლემა უნდა გადაწყდეს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რადგან სადაც პოლიტპატიმრები არიან, იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება არცერთ ნორმალურ სახელწიფოს არ სურს. ხელისუფლების ასეთი ნაბიჯები აფერხებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში,“ – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რატომ დადიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ ქელეხებში?” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოლიტიკური ირონიით ახდენს კონკრეტულ მინიშნებას: "რატომ დადიან...

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და ერთგულებაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს და გამძლეობისთვის,...

“ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან შანტაჟის მიუხედავად, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა” – კახა კალაძე

„ევროპელი ბიუროკრატები დამარცხდნენ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათ უთხრა არა....

“რუსთაველის გამზირზე დგომა ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. პრინციპული პოზიციაა, რომ არ გადავიხდი ამ ჯარიმებს” –...

“იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირია, საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...