spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბიძინა ივანიშვილი შეფასებულია როგორც საერთაშორისო მატყუარა, გადამგდები, თაღლითი...

ბიძინა ივანიშვილი შეფასებულია როგორც საერთაშორისო მატყუარა, გადამგდები, თაღლითი და დემოკრატიის უკუსვლის მთავარი გამომწვევი მიზეზი – გიგი უგულავა

,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ,,ქართული ოცნების“ ნაბიჯები შეაფასა და ამჟამინდელი მმართველობა დემოკრატიის უკუსვლის მთავარ გამომწვევ მიზეზად დაასახელა. ხელისუფლების ოპონენტის თქმით, მმართველი პარტიის ყურადღებას, ამერიკული ინვესტიციების ნაცვლად რუსული უფრო იპყრობს. გიგი უგულავას ასევე მიაჩნია, რომ დღევანდელი მმართველი ძალა პუტინის მეგობარი ხელისუფლებაა:

,,ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადავდგათ არის ის, რომ ჩამოვიშოროთ პუტინის მეგობარი ხელისუფლება. საქართველოს პარტნიორი ქვეყნები, თავისუფალი სამყაროდან აცნობიერებენ და ღიად აცხადებენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პუტინის დესტაბილიზაციის წყარო საქართველოში.

ივანიშვილის ,,ოცნება“, გეგმაზომიერად ებრძვის ამერიკულ ინვესტიციებს და მუშაობს რუსულ ინვესტიციებზე. ამის მაგალითები მოყვანილია, თუ როგორ ექცევა ბიძინა ივანიშვილი პარტნიორებს და ის შეფასებულია, როგორც საერთაშორისო მატყუარა, გადამგდები, თაღლითი და როგორც დემოკრატიის უკუსვლის მთავარი გამომწვევი მიზეზი ქვეყანაში.

შეკითხვა სწორად და გლობალურადაა დასმული: თუ არა აშშ-მ, მაშინ ვინ უნდა იბრძოლოს და დაუდგეს ქართულ საზოგადოებას გვერდით, თავისუფლებასა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში?! – ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ,,ქართული ოცნების” მიმართ.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, თავისუფალ სამყაროსთან სკეპტიკურია და ის არ განიხილება, როგორც ჩვენი მოკავშირეების პარტნიორი, შესაბამისად მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯვარია მასზე დასმული,” – აცხადებს გიგი უგულავა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...