სამშაბათი, აპრილი 29, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები50 000 ტურისტის შემოსვლა ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის, ხოლო...

50 000 ტურისტის შემოსვლა ზღვაში წვეთია ეკონომიკისთვის, ხოლო მათგან 1%-ც რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული ეპიდაფეთქება შეიძლება გამოიწვიოს – ივანე მაჭავარიანი

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ივანე მაჭავარიანის თქმით, წლის ბოლომდე საქართველოში 10 მილიონამდე ტურისტის შემოსვლა იყო ნავარაუდევი, ხოლო 50 000 ტურისტის შემოსვლა ქვეყნის ეკონომიკისთვის ზღვაში წვეთი იქნება და მინიმუმ ერთი პროცენტის დაინფიცირებამაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი ეპიდაფეთქება გამოიწვიოს.

ჩვენ დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად ზღვაში წვეთია ჩვენი ეკონომიკისთვის, მათი 1 პროცენტი რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული ეპიდაფეთქება შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება.

ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ჩვენ საზღვარს არ გავხსნით არავისთან? – არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით ქვეყნები შეირჩეს სწორად. ასევე მიმოსვლის ისეთი წესი დადგინდეს, რომ პირველ რიგში ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მეორე ხელი შევუწყოთ ქვეყნის ტურისტული სექტორის ამუშავებას.

ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის ადეკვატურია, დარწმუნებული ვარ, შემდგომი ორი თვისთვის ეს მიდგომა სიმშვიდეს შეგვანარჩუნებინებს”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაუჯერებელია, რამდენი ადამიანი დამეხმარეთ, რამდენი უცნობი ადამიანი დაიხარჯეთ და მგულშემატკივრობთ, თურმე… როგორ არ უნდა...

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერს, ხათუნა სამნიძეს საზოგადოების...

“თანდათან ინგრევა ოპოზიციის და მათი საყველპურო ექპერტების თუ ენჯეოების პროგნოზები” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, კონკრეტული შეფასებებით და ოპოზიციისადმი მინიშნებებით, ეხმიანება...

“ვუერთდები მსოფლიო სამძიმარს, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით” – მიხეილ სააკაშვილი

რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი,...

“სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, ვერ მოიძებნებიან ბლუმბერგის და ვერც...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ეხმიანება ბიძინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...