spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებასტუდენტს შეეძლება, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან საგამოცდო ცენტრში...

სტუდენტს შეეძლება, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან საგამოცდო ცენტრში დისტანცია იქნება დაცული – გიორგი გახარია

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა. აბიტურიენტებს ექნებათ სრულად კომფორტული გარემო იმისთვის, რომ ჩააბარონ გამოცდები და შემდგომ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ:

ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და გრძელდება 25 ივლისამდე. ეს ის საკითხია, რომელიც ადარდებს აბიტურიენტებს და მათ მშობლებს. დღეს, ჩვენ გვქონდა თათბირი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან.

გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს შეგვიძლია რომ განვაცხადოთ და რომელზეც შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ შემდეგი – იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. ასევე, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა.

ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით, შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, შემდგომ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...