spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმთავრობის მეთაური თანამდებობის ხიბლში და თვითტკბობაშია ქვეყანაში ...

მთავრობის მეთაური თანამდებობის ხიბლში და თვითტკბობაშია ქვეყანაში კი უმუშევრობა და სიღარიბე დღითიდღე იზრდება – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, ხელისუფლება მიზანმიმართულად აჭიანურებდეს საზღვრების გახსნას, პრემიერ-მინისტრი კი ნაცვლად ეკონომიკის რეალური ამუშავებისა, რაც არაერთხელ განუცხადებია, თანამდებობის ხიბლში და თვითტკბობაშია, ქვეყანაში კი უმუშევრობა და სიღარიბე დღითიდღე იზრდება:

მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მიზანმიმართულად აჭიანურებს საზღვრების გახსნასა და ეპიდ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე საზღვრებზე სათანადო კონტროლის სისტემის დანერგვას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს აპრობირებული მექანიზმები, რომლებიც მინიმუმადე ამცირებენ სხვა ქვეყნებიდან ვირუსის იმპორტირების რისკებს. ამის შესახებ, დაახლოებით ორი თვის წინ ვსაუბრობდით და საზღვრების გახსნის თაობაზე შესაბამისი ვადები და რეკომენდაციები გავუგზავნეთ მთავრობას.

დავკარგეთ უამრავი დრო, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობები და ნაცვლად ხელისუფლების მხრიდან საუბრისა და ცარიელი განცხადებებისა, უმჯობესია პრემიერმა და მთავრობამ დრო ქვეყნის ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებასა და ეკონომიკის რეალურ ამუშავებაზე დახარჯოს.

ჩვენ, უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აკეთებს ფრთიან, ერთი შეხედვით საქმიან განცახდებებს, მაგრამ როგორც წესი განცხადებები, სამთავრობო კაბინეტს ვერ სცდება და როგორც წესი, ხელშესახები პოზიტიური შედეგი ამ დრომდე არ მიგვიღია. მთავრობის მეთაური თანამდებობის ხიბლში და თვითტკბობაშია, ქვეყანაში კი უმუშევრობა და სიღარიბე დღითიდღე იზრდება,’’ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“ნამდვილად, ჩვენ გვჭირდება ერთამანეთის დანახვა ხშირად” – ხატია დეკანოიძე

საზოგადოებასა და მთლიანად ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის"...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...