spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"ელიავას ბაზრობა" და მიმდებარე ტერიტორია უმძიმეს მდგომარეობაშია -...

“ელიავას ბაზრობა” და მიმდებარე ტერიტორია უმძიმეს მდგომარეობაშია – კახა კალაძე

მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგ სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა პრიორიტეტია და ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება დააანონსა. დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მეტროსადგურ ,,გოცირიძის“, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერს უკვე ჰყავს გამარჯვებული, შესაბამისად სარეაბილიტაციო მოქმედებები უახლოეს დღეებში დაიწყება:

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია. ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში, სამუშაოები დაიწყება. მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურეო ოთახები; განახლდება გახმოვანების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის პრობლემების სიმძიმეზეც ისაუბრა და მისი გამომწვევი მიზეზები გამოკვეთა. კახა კალაძის თქმით, ამ საკითხზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო და პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა.ფოკუსირდა ,,ელიავას ბაზრობის” მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაც, რომლის გამოსასწორებელ მთავარ ,,იარაღად”, დედაქალაქის მერმა, აწ უკვე ძალაში შესული კანონი დაასახელა:

ჩვენი ქალაქისთვის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის დაბინძურება საკმაოდ პრობლემურია, რომლის გამომწვევი ფაქტორები არის: ტრანსპორტი, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ყველა სახის და ამტვერებადი მასალების უსისტემო მიმოქცევა. ამ მიმართულებით, გასულ წელს დავიწყეთ მუშაობა, პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი წარვუდგინეთ და მოხდა მისი დამტკიცება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს. სამშენებლო, სარემონტო მასალები, საბურავების გაყიდვა, აალებადი ნივთიერებები ქალაქის ცენტრალურ უბნებში აბსოლუტურად უსისტემოდ არის განთავსებული. ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი დედაქალაქისთვის, ასევე, ამ კონკრეტულ რაიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. არაერთი წერილი შემოსულა თბილისის მერიაში დახმარების შესახებ.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ე.წ. ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. პირდაპირ ღია წესით ხდება სამშენებლო მასალების გაყიდვა. ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდეს, ზუსტად ამიტომ შემოვიღეთ კანონი, რომელიც უკვე ძალაში შევიდა. ამის შემდეგ, დედაქალაქის საკრებულომ რეგულაციები და წესები დაამტკიცა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...