ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ნაცსექტის კადავერინმა რომან გოცირიძემ მმართველი...

პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ნაცსექტის კადავერინმა რომან გოცირიძემ მმართველი პარტია კომპარტიას შეადარა – ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “facebook”-ის სტატუსით რომან გოცირიძის კომენტარს ეხმიანება. როგორც მძინარაშვილი აცხადებს, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მმართველი პარტია კომპარტიას შეადარა. ჟურნალისტი გოცირიძის იუმორზეც აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ „ვისაც ამ “გოროხოვი შუტის” იუმორი სმენია, შეიძლება იფიქროს, რომ ამჯერადაც უნიჭოდ იხუმრა, მაგრამ ფაქტია: ლენინის ციტირებას ვერ ელევა!“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნაცსექტის კადავერინმა რომან გოცირიძემ მმართველი პარტია კომპარტიას შეადარა და თქვა: დიახ, რადიკალური ოპოზიცია ვართ. არის ასეთი პარტია, რომელიც კოლაბორაციონისტ ხელისუფლებას დაამთავრებსო. ჩვენ ვართო “ასეთი პარტიაო”!

ვისაც ამ “გოროხოვი შუტის” იუმორი სმენია, შეიძლება იფიქროს, რომ ამჯერადაც უნიჭოდ იხუმრა, მაგრამ ფაქტია: ლენინის ციტირებას ვერ ელევა!

დიახ, 1917 წლის 4 ივნისს სწორედ ლენინმა მიმართა სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობის მონაწილეებს მენშევიკ ირაკლი წერეთლის შეკითხვის, – “არის თუ არა პარტია, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს იმაზე, რაც დღეს რუსეთში ხდება?” – პასუხად ამ სიტყვით: “არის!”

ლენინი ბოლშევიკებზე საუბრობდა!

ამის შემდეგ ფართოდ გავრცელდა ფრთიანი ფრაზა: “Есть такая партия!” (“არის ასეთი პარტია!”)

ჰოდა, ნაცსექტის კადავერინს საბჭოთა წარსულის ნოსტალგია ისე მოერია, რომ ეს სიტყვები აღმოხდა.

აი, თქვენი ლენინელი თავი კი გაქრა! 😂😂😂“ – წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სარკოზი ციხიდან გაუშვეს, მე კი დამაბრუნეს…” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

კონკრეტულ ფაქტებზე და საფრთხეებზე აკეთებს მინიშნებას საქართველოს მე-3 პრეზიდენტი,...

“ნაკრების გარშემო ეროვნული ერთიანობა დაინახეს და ეგრევე ჩაერიენ. გატეხეს ეს ერთიანობა” – გია ჯაფარიძე

სპორტისა და პოლიტიკის კავშირზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი...

“გრძელდება შანტაჟი და მუქარა საქართველოსთან მიმართებით” – კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის ახალ წესებზე

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...