შაბათი, ივნისი 21, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპროცესების ნორმალიზებისათვის აუცილებელია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ძალადობაზე ხელი...

პროცესების ნორმალიზებისათვის აუცილებელია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ძალადობაზე ხელი აიღოს – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პროცესების ნორმალიზებისათვის აუცილებელია გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. ასევე ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობისაგან თავი უნდა შეიკავოს, რომელიც, მაგალითად, გამოიხატება კახა კალაძის მხრიდან ზედამხედველობის სამსახურის არაკანონიერი თავდასხმებით ახალგაზრდებზე:

აქტიური კამპანია მალე დაიწყება. ჩვენ კი კახა კალაძე გვებრძვის. საბანკო სექტორთან დაკავშირებით ხელმოწერებს ვაგროვებთ, პროცენტების შესამცირებლად და თბილისის მერს მიქსეული ჰყავს ზედამხედველობის თანამშრომლები, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენს ახალგაზრდებს ხელმოწერების შეგროვებაში. – ეს არის რეალური გარემო, ეს ხდება კალაძისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან სრულიად უკანონოდ. მსგავს დარღვევებს თუ ექნება ადგილი ძალიან მწვავე იქნება შეფასება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

პროცესების ნორმალიზებისათვის აუცილებელია, რომ რურუა გათავისუფლდეს, საარჩევნო კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც ეუთოს აქვს 27 რეკომენდაციაში მოცემული და ასევე პროცესების ნორმალიზებისათვის აუცილებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობაზე ხელი აიღოს.

მათ უკვე დაიწყეს ძალადობა, როდესაც მეტროებთან ჩვენ ახალგაზრდებს მიუვარდება ხოლმე ზედამხედველობის სამსახური, კორუმპირებული კალაძისგან, რომელიც საბანკო სექტორს იცავს და არ იცავს ხალხს.

უკაცრავად, მაგრამ ნორმალიზება ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება და ამ საკითხზე რეაგირება აუცილებლად ექნებათ საერთაშორისო საზოგადოებას,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ეს დიდებული ადამიანი არის ჩვენი სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს” – ზურაბ...

მორიგი წერილი გამოგზავნა საპატიმროდან ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, სადაც კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...