პარასკევი, აგვისტო 1, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიიმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი გვიხსნის საზღვრებს, სრულიად გაუგებარია...

იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი გვიხსნის საზღვრებს, სრულიად გაუგებარია და ქვეყნისთვის საზიანოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ აღდგეს რეგულარული ფრენები – გიორგი კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ პარტიის წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კანდელაკი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე დაყრდნობით მთავრობას რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენისკენ მოუწოდებს ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა.

ევროპის კავშირმა დაასრულა მუშაობა და გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც ევროკავშირის ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია კარანტინის გარეშე. ძალიან კარგია, რომ ამ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში საქართველო ფიგურირებს და იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი გვიხსნის საზღვრებს, სრულიად გაუგებარი და ქვეყნისთვის საზიანოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ აღდგეს რეგულარული ფრენები.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, რომ რეგულარული ფრენები არ აღდგეს, ეხება ევროკავშირის ისეთ წევრებსაც, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. ამასთან, გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ მოიტყუა როცა თქვა, რომ ფრენები რეგულარულად ხორციელდება ამა და ამ ქალაქებშიო, რადგან ეს ფრენები არც თუ ისე ხშირად ხორციელდება და არის ჩარტერული, საკმაოდ მაღალი ფასებით. დღესდღეობით, საქართველოდან რეგულარული ფრენები არსად არ ხორციელდება.

უაღრესად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც, ან ბინა გაარემონტეს, ან პატარა სასტუმროში ჩადეს ფული, დღეს ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. აქედან გამომდინარე და ამ სიტუაციის გათვალისწინებით „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სიაზე დაყრდნობით, ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და გავხსნათ რეგულარული ფრენები ევროკავშირთან, ან ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის შეფასებული, როგორც კარგი ან ძალიან კარგი. ასეთი ქვეყნებია, მაგალითად: ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და სხვა რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ჩვენი ტურიზმისთვის ტრადიციულად არის ძალიან მნიშვნელოვანი.

გასაგებია, რომ პანდემიამდელ მდგომარეობას ტურიზმი წელს ვერ დაუბრუნდება და ვერ აღდგება, მაგრამ ეს ნაბიჯი ფრენების გახსნის, თუნდაც, ამ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან იქნებოდა შვება ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომლებიც დღეს ეკონომიკური კატასტროფის და შიმშილის ზღვარზე არიან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ არ უკუაგდოს ევროკავშირის მიერ გადადგმული ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საქართველოს ჩართვა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა თქვენი “ღვაწლის” შედეგია და ახლა ივანიშვილის...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ზოგად-პერსონალური მინიშნებები: "ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...