შაბათი, ივლისი 12, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითუ ელისაშვილის ამოცანა ხელისუფლების ცვლილება კი არა ბუტაფორიული...

თუ ელისაშვილის ამოცანა ხელისუფლების ცვლილება კი არა ბუტაფორიული ოპოზიციონერობა და კინტოს როლია პოლიტიკაში, მაშინ ამაზე შესაბამისი რეაქცია გვექნება – პაატა მანჯგალაძე

ალეკო ელისაშვილის მიერ გიორგი ვაშაძისა და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების ლანძღვას პასუხობს „ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანი და აღნიშნავს, რომ მათი ინტერესი არ არის ელისაშვილთან ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერებთან კონფრონტაციაში შესვლა, რადგან მხოლოდ ერთიანობით დაამარცხებენ ივანიშვილის მარიონეტულ რეჟიმს. პაატა მანჯგალაძე ასევე განმარტავს, რომ თუ ალეკო ელისაშვილის ამოცანა ბუტაფორიული ოპოზიციონერობა და კინტოს როლია პოლიტიკაში, მაშინ ამაზე შესაბამისი რეაქცია ექნებათ:

ელისაშვილი რაც მეტს ისაუბრებს უფრო ღრმად ჩაეფლობა იმ პოლიტიკურ გაურკვევლობასა და ჭაობში რომელშიც იმყოფება. ჩემთვის ერთი მხრივ გაუგებარია რას ემსახურება გიორგი ვაშაძისა და საერთო ოპოზიციის კანდიდატების ლანძღვა და მეორე მხრივ ჭიჭინაძით აღფრთოვანება, რომელიც გაურკვეველი პოლიტიკური წარმონაქმნია და თავად არ გამორიცხავს სუსთან მის თანამშრომლობას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ინტერესი არ არის ალეკო ელისაშვილთან ან სხვა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერებთან კონფრონტაციაში შესვლა, რადგან ზუსტად ვიცით მხოლოდ ერთიანობითა და კოორდინაციით შეიძლება ივანიშვილის მარიონეტული მთავრობის შეცვლა და თუ მასაც იგივე მიზნები ამოძრავებს, უნდა შეიგნოს, რომ ოპოზიციის ოპოზიციონერობით ბიძინა ივანიშვილს ვერ შევცვლით.

ხოლო თუ მისი ამოცანა ხელისუფლების ცვლილება კი არა, არამედ ბუტაფორიული ოპოზიციონერობა და კინტოს როლია პოლიტიკაში, მაშინ ამაზე ჩვენ შესაბამისი რეაქცია გვექნება და გაცილებით ფართო აუდიტორიას მეტი ინტენსივობით მივაწვდით ამის შესახებ,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...