spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდიდი ალბათობით გამოფენები და მათი საქმიანობა, ტრენინგები და...

დიდი ალბათობით გამოფენები და მათი საქმიანობა, ტრენინგები და კონფერენციები სასტუმროებში ორშაბათიდან იქნება დაშვებული – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, კოვიდ-19-ის ფონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგების და კონფერენციების ჩატარება, ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა შეზღუდვები ისევ ვრცელდება ფიტნეს ცენტრებსა და აუზებზე, რომელთა გახსნა გარკვეულ რისკ-ფაქტორებთანაა დაკავშირებული. ნათია თურნავას განცხადებით მათ გახსნასთან დაკავშირებით ჯერ საუბარიც არ ყოფილა:

,,მსურს მოგახსენოთ, რომ დღეს ვიმსჯელეთ გეგმაზომიერად. კიდევ არის დარჩენილი ბიზნეს საქმიანობები, რომელზეც შეზღუდვები ვრცელდება. დიდი ალბათობით, სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობა ორშაბათიდან იქნება დაშვებული. მაგალითად, გამოფენები და მათი საქმიანობა, ტრენინგები და კონფერენციები სასტუმროებში. როგორც მოგეხსენებათ, ბუნებრივია საერთაშორისო ვიზიტორები მოგვაკლდა, თუმცა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით მოთხოვნა არის, რომ ჩაატარონ ტრენინგები, კონფერენციები და საქმიანი შეხვედრები.

ჩვენ ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა, რომელიც სასტუმროებმა წამოგვიყენეს, საკმაოდ რაციონალური და სამართლიანია. რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაციების დაცვით მოხდება. პრაქტიკულად, ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროტოკოლი. მას მცირე დაზუსტება დასჭირდება და უკვე ორშაბათამდე ეს ყველაფერი გამოქვეყნდება, უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით. ეს ერთი მხრივ იქნება საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება, რომ არ შეწყდეს ტრენინგ-პროგრამა და მეორე მხრივ, დავეხმაროთ ჩვენს სასტუმროებს, რომ მათ არ დაკარგონ შესაძლებლობა, მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს.

საგამოფენო აქტივობას რაც შეეხება, ესეც მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს წესების დაცვით მოხდება. კიდევ გვრჩება შეზღუდული საქმიანობის მცირე რაოდენობა. გვესმის ყველას პრობლემა. ეს არის ფიტნეს ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა. შემდეგ ეტაპზე უკვე განვიხილავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნასაც ყველა პროტოკოლის დაცვით. ამ ეტაპზე, ვსაუბრობთ ტრენინგებზე, კონფერენციებზე, საგამოფენო ღონისძიებებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე სავარჯიშო დარბაზების გახსნასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე აქცია გაიმართა. სავარჯიშო დარბაზების მფლობელებისა და სპორტსმენების განცხადებით აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დარბაზები არ გაიხსნება.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...