მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10 მილიონს უახლოვდება

40

კორონავირუსის პანდემია კვლავ მძიმედ უტევს მსოფლიოს ქვეყნების ნაწილს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ოფიციალურად 216 ქვეყანა აღიწერება, სადაც დადასტურდა მინიმუმ 1 ინფიცირების შემთხვევა მაინც.

ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. ქვეყანას 2.510.323 ინფიცირებული და 125.539 გარდაცვლილი ადამიანი ჰყავს. ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ს ტერიტორიაზე ინფიცირების 40,5 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

216 ქვეყანას შორის, მე-2 ადგილს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ქვეყანა ბრაზილია იკავებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დასახელებულ პანდემიას ახალ ეპიცენტრში მდებარე ამ ქვეყანაში დადასტურებულია 1.313.667 შემთხვევა, ვირუსს უკვე ემსხვერპლა 55.961 ადამიანის სიცოცხლე. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ანტირეკორდი დამყარდა, ქვეყანაში ინფიცირების 57.070 შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის სიაში მე-3 ადგილს იკავებს მეზობელი რუსეთის ფედერაცია. არსებული ინფორმაციით, რომლის სიზუსტეშიც ეჭვი შეაქვს, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, ისე სხვა და სხვა ქვეყნების ლიდერებს, ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე დადასტურებულია 633.542 შემთხვევა, ვირუსით გარდაიცვალა 9.060 ადამიანი.

მცირე დრო დასჭირდა აზიის კიდევ ერთ სახლმწიფოს, ინდოეთს იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის მე-4 ადგილი დაეკავებინა. იმის მიუხედავად, რომ ინდოეთი დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა მცირე რაოდენობის შენარჩუნებას, როგორც ჩანს ხელისუფლების ძალადობრივმა ქმედებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ინდოეთმა მალევე რეიტინგის სათავეში გადაინაცვლა. ქვეყანაში ოფიცილაურად რეგისტრირებულია 528.859 შემთხვევა, გარდაიცვალა – 16.095 ადამიანი.

მსოფლიო სტატიტიკაში მე-5 ადგილზე დგას დიდი ბრიტანეთი ქვეყანას 311.727 ინფიცირებული და ვირუსით გარდაცვლილი 43.598 ადამიანი ჰყავს. მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარების მიუხედავად ბრიტანეთის ხელისუფლებამ რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ დრომდე მძიმეა მდგომარეობა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. “კავკასიის რეგიონის იტალია“ – ასე უწოდებენ მეზობელ სომხეთს, სადაც ვირუსით ინფიცირების 24.645 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით უკვე გარდაიცვალა 426 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში დაინფიცირდა 759 და გარდაიცვალა 13 მოქალაქე.

შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც მძიმე მდგომარეობაა მეზობელ აზერბაიჯანშიც. ქვეყანას 15.890 ინფიცირებული და 193 გარდაცვლილი მოქალაქე ჰყავს. ბოლო 24 საათში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვირუსი კვლავ 517 ადამიანს დაუდასტურდა და გარდაიცვალა 7.

წარმატებულად ახერხებს ვირუსთან ბრძოლას მეზობელი თუქეთიც, რამდენიმე თვიანი რეგულაციების და აკრძალვების შემდეგ ქვეყანაში დადასტურებულია 195.883 შემთხვევა, გარდაიცვალა 5.082 ადამიანი.

სულ რამდენიმე საათში მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს, ამ რაოდენობამდე მისასვლელად ქვეყნებს 6-7 თვე დასჭირდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კიდევ უფრო ნაკლები დრო დასჭირდება 20 მილიონიანი ნიშნულს მიაღწიოს ციფრმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 924 დადასტურებული ფაქტია; 785 – გამოჯანმრთელდა; გარდაიცვალა კიდევ ერთი მოქალაქე და გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 შეადგინა; კარანტინის რეჟიმშია 2819; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პაციენტია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 3 მოქალაქეა.

P.S. მონაცემები პერიოდულად განიცდის ცვლილებებს და შესაძლოა პუბლიკაციის მომზადების პერიოდში არსებულისგან განსხვავებული აღმოჩნდეს მოკლე ვადაშივე…

კომენტარები