spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკოვიდ19-ის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი სომხეთის, ერთი კი...

კოვიდ19-ის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი სომხეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა – მარინა ეზუგბაია

საქართველოში კოვიდინფექციის 2 ახალი შემთხვევა სომხეთიდან არის იმპორტირებული, ამის თაობაზე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ისინი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან და ,,კოვიდ“-19-ზე ტესტირება საქართველოში ჩაუტარდათ:

ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი და ისინი სატვირთო მანქანის მძღოლები არიან. რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, შემოვიდა მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი. ახალი დადასტურებულია და ესეც არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და შემოტანილი შემთხვევაა. ორი პაციენტი გაეწერება, მაგრამ ეს არ არის ჯერ ასახული, იმიტომ, რომ დღეს დილას მოხდება ამ პაციენტების გაწერა და ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში დარჩება 23 დადასტურებული შემთხვევა.

შემოსული ახალი პაციენტების მდგომარეობა, რუტინული კვლევებით და ობიექტური მონაცემებით, არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. არცერთ მათგანთან არ შეინიშნება დაავადების დამძიმება პროგრესირების სახით.

ჩვენს ცენტრში ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ. ხოლო ორი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის სომხეთის მოქალაქე და ერთი ქართველი. მათ ტესტირება კოვიდ19-ზე ჩაუტარდათ საქართველოში,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით საქართველოში, სულ არის 921 დადასტურებული შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელდა 781 პაციენტი. დღესდღეობით კი ,,კოვიდ” ცენტრებში მკურნალობას 126 პაციენტი აგრძელებს.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“ახლა მოდუნების კი არა, მობილიზების, ურთიერთ თავდასხმების კი არა, სამიზნის გასწორების, ხელის ჩამოშვების კი...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ელენე ხოსტარიას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვხედავ რა ამ სასიკვდილო საფრთხეს, უარს ვამბობ დადგენილ სათამაშო წესებზე და ხმამაღლა მინდა ვიყვირო:...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ისტორიიდან,...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...