კვირა, ივნისი 15, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიასოცირების შეთანხმება არის სწორედ ის საძირკველი, რომელზეც შენდება...

ასოცირების შეთანხმება არის სწორედ ის საძირკველი, რომელზეც შენდება საქართველოს ევროპული მომავალი – გიორგი გახარია

27 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირის სრულიად ახალი ეტაპის წამოწყებას 6 წელი შეუსრულდა. ასოცირების შეთანხმება არის სწორედ ის საძირკველი, რომელზეც შენდება საქართველოს ევროპული მომავალი, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მისივე თქმით, საქართველოს აქვს უფრო მეტი რეფორმებით დატვირთული გზა ევროპისკენ, რომელიც დიდ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთანადგომას მოითხოვს.

6 წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის სრულიად ახალი ეტაპი. ასოცირების შეთანხმება, ჩვენი ქვეყნისთვის, არის სწორედ ის საძირკველი, რომელზეც შენდება საქართველოს ევროპული მომავალი.

დღემდე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის არაერთი მიმართულებით, რასაც მოჰყვა კიდეც კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის – თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის. ჩვენ ეტაპობრივად სულ უფრო წინ მივიწევთ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ, რაც ქვეყანას უფრო მტკიცედ აკავშირებს ევროპულ სტრუქტურებთან და შეუქცევადს ხდის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ წინ გვაქვს უფრო მეტი რეფორმებით დატვირთული გზა ევროპისკენ, რომელიც თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას,“ – აცხადებს გიორგი გახარია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად ბრძოლობს იმისთვის, რომ დაჩქარდეს პროცესები, რომელიც ევროკავშირში შესვლას უკავშირდება.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ...

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“ივანიშვილის ფულის გამო ადამიანებს სხვა ქვეყნებიდან იტაცებენ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრია დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სტატუსს აქვეყნებს, სადაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...