პარასკევი, აგვისტო 1, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციარუსული ოკუპაცია ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი გამოწვევაა - გიორგი...

რუსული ოკუპაცია ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი გამოწვევაა – გიორგი გახარია

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება. მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულ ოცნებას“ კარგად აქვს გააზრებული მათი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და თავისუფლად გადაადგილების უფლებაზე. პრემიერმა ასევე, ისაუბრა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო სერვისსა და მომსახურეობის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას:

დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20%-ზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ესაა ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არაა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ან მიწის 20%-ის შეზღუდვა. ეს ყველა სფეროს შეზღუდვაა. პირველ რიგში კი ეს შეზღუდვა გულისხმობს ადამიანური რესურსების შეზღუდვას. ჩვენი ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ ყველამ ერთად.

აქ ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, დღეს უაღრესად, პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაწყებული ადამიანის გატაცებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფით გაგრძელებული ბორდერიზაციით. ჩვენ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი.

გარდა ამისა, ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცხინვალის რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, ოკუპაციის ტერიტორიის იქითა მხარეში მცხოვრები ადამიანები არიან ჩვენი მოქალაქეები. ყველა ის სახელმწიფო სერვისი და მომსახურება, რომელსაც ვაწვდით ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ხელმისაწვდომი იყოს თითოეული მოქალაქისთვის,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...