პარასკევი, აგვისტო 1, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს...

ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია – ელენე ხოშტარია

პარლამენტის სხდომაზე, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წლიური ანგარიში წარადგინა, ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სუს-ის მიერ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაბარებასა და დაკითხვებზე ისაუბრა. როგორც თავად ამბობს მას ,,ფეხებზე ჰკიდია” სუს-იც და ბიძინა ივანიშვილიც.

ელენე ხოშტარიამ, საქართველოს პრემიერს 20 ივნისის მოვლენებიც შეახსენა და კითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ რად უღირს ამ დღის მოვლენების შემდეგ კვლავ პარლამენტში დარჩენა:

ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მე ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ თქვენ დღეს 20 ივნისი არ ახსენეთ. მას შემდეგ რაც დადეთ პირობა, რომ სრულად გამოძიებდით რა მოხდა და მერე წახვიდოდით, ამის საპირისპიროდ, პრემიერ-მინისტრის სკამს კარგად ირგებთ. მას შემდეგ, რაც „ტროლების ქარხანამ“ და „ფეიქ ნიუსებს“ რომ იძახით ზუსტად მან, დიდი იერიში მიიტანა დაზარალებულებზე და კონკრეტულად მაკო გომურზე.

მას შემდეგ რაც არცერთი პოლიციელი არ დასჯილა ამდენი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ლავროვის მოთხოვნით პირიქით გავრილოვის პატიმრები გყავთ და ერთი მათგანი გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. როგორც ქალბატონი მაია ახლაც იღიმება ამ სისხლიან კადრებზე, ცინიკური ღიმილით პასუხობს და როგორც ამბობთ, თქვენთვის მეორეხარისხოვანია დამიზნებით ისროდნენ თუ არაო, ნამდვილად არ გამკვირვებია.

ერთადერთი კითხვა მაქვს თქვენთან, – უბრალოდ რად გიღირთ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ?

კომიკურია თუ სატირალი არ ვიცი, მაგრამ დღეს ვუყურებთ სუს-ი როგორ ურეკავს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იბარებს. ერთადერთი რამე მინდა გთხოვოთ, გადაეცით მაგ თქვენ სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხებზე გვკიდია,” – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან ემოციურ წერილს აგზავნის და იხსენებს...

“საქართველოს სჭირდება არა ჩვენი შიდა დაპირისპირება, არამედ ძალა, რომელიც გაიმარჯვებს” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული...

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...