პარასკევი, აგვისტო 1, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდასანანია, როგორც ელისაშვილი, ჭიჭინაძე და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი...

დასანანია, როგორც ელისაშვილი, ჭიჭინაძე და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იქცევა და თავს ესხმიან ოპოზიციის ახალი თაობის გამორჩეულ ლიდერს გიორგი ვაშაძეს – პაატა მანჯგალაძე

დასანანია ის როგორც ელისაშვილი, ჭიჭინაძე და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იქცევა, როცა შანსს არ უშვებენ და თავს ესხმიან ოპოზიციის ახალი თაობის გამორჩეულ ლიდერს გიორგი ვაშაძეს,“ – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით ოპოზიციის ლიდერის კრიტიკით ამომრჩევლების მიმხრობა პრიმიტიული ქმედებაა, რაც პოლიტიკოსის დაბალ კულტურაზე მიუთითებს. “ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ გამარჯვების ფორმულა ოპოზიციის მაქსიმალურ კოორდინაციასა და ერთიანობაშია და არა დაპირისპირებასა და კინკლაობაში.

სხვა ოპოზიციის ლიდერის კრიტიკით მიიმხრო უკვე არსებული ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, იაფფასიანი, პრიმიტიული ტაქტიკაა, რაც პოლიტიკოსის დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. დასანანია, როგორც ელისაშვილი, ჭიჭინაძე და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იქცევა, როცა შანსს არ უშვებენ და თავს ესხმიან ოპოზიციის ახალი თაობის გამორჩეულ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რაც, ბუნებრივია, არ ემსახურება ივანიშვილის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის ინტერესებს.

ვიდრე ივანიშვილისგან ჩამოწერილი ჭიჭინაძის მსგავსი ოპოზიციონერები გიორგი ვაშაძის კრიტიკას დაიწყებენ, უმჯობესია დაფიქრდნენ რა გაუკეთებია გიორგი ვაშაძეს, რა გაუკეთებიათ მათ და ისე დაიწყონ მასზე საუბარი.

ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო სტრატეგია, რომელიც არა დაპირისპირებაზე, არამედ ერთიანობასა და აღმშენებლობაზეა ორიენტირებული და ბუნებრივია, საერთო ინტერესიდან გამომდინარე მათ კრიტიკას არ ავყვებით, შესაბამისად ამ საკითხზე მეტი დროის დახარჯვას არ ვაპირებთ. გამარჯვების ფორმულა ოპოზიციის მაქსიმალურ კოორდინაციასა და ერთიანობაშია და არა დაპირისპირებასა თუ კინკლაობაში. ძალა ერთობაშია!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძის პოზიციას პარტია “ახალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

“ძნ გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...