ორშაბათი, ივნისი 16, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიროდესაც კითხვებზე პასუხები არ არსებობს, ჟურნალისტები იწყებენ ჟურნალისტურ...

როდესაც კითხვებზე პასუხები არ არსებობს, ჟურნალისტები იწყებენ ჟურნალისტურ გამოძიებას – ნოდარ მელაძე

„TV პირველის“ ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. “სუს-ში მისი დაბარების მიზეზი ტელეკომპანია პირველზე 20 ივნისს გასული სიუჟეტი იყო, რომელიც „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს შეეხებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სუს-ის ინტერესებისა, კითხვებზე პასუხი იყო ერთი, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია არ გასაჯაროვდება:

კითხვების პირველი ნაწილი ეხებოდა იმას, თუ როდის გავიგე, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა, მქონდა თუ არა უშუალოდ ეს ინფორმაცია გიორგისგან, ხომ არ უთქვამას მანამდე, რომ იყო თვალთვალის ობიექტი ან ხომ არ გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით. პირველად როდის მივიღე ინფორმაცია ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აინტერესებდა ჟურნალისტური გამოძიება მედიამ თავისი ინიციატივით დაიწყო, ამ შემთხვევაში შაბათის ეთერმა თუ ვინმემ დაგვავალა. აინტერესებდათ არის თუ არა ჩვენთან შენახული პირველადი ფორმით, ანუ ვიდრე სატელევიზიო გრაფიკით მოხდებოდა ადაპტირება, დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ, რა შინაარსის დოკუმენტებია ჩვენს ხელში, გვაქვს თუ არა კიდევ სხვა დოკუმენტები, რომლებიც ჯერ არ გაგვისაჯაროებია და ვგეგმავთ თუ არა კიდევ ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას ამ თემაზე. ყველა ამ კითხვაზე პასუხი ერთია – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე არ მივცეთ ჩვენება. ასეც ჩაიწერა ჩვენებაში, “ – განაცხადა ნოდარ მელაძემ

ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტური გამოძიებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა გვარამიას ბრიფინგს მოუსმინა და შემდეგ სუს-ის მიერ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც თავის მხრივ ბევრ კითხვას ბადებდა:

ჩვენს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები და მოპოვებული ინფორმაცია, კითხვების შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც დაისვა, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ რეპორტაჟიდან მათ ბევრი ახალი ამბავი გაიგეს. მე ეს ინფორმაცია გავიგე ბრიფინგიდან, რომელიც გაიმართა „მთავარი არხის“ შენობაში და ამის მერე ყველანი ველოდებოდით რას იტყოდნენ ოფიციალური უწყებები.

აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბრალიც კი არა აქვს წაყენებული დაკავებული ადამიანისთვის გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე და სრულიად სხვა მუხლით არის ეს ადამიანი დაკავებული. შესაბამისად, როდესაც კითხვებზე პასუხები არ არსებობს, ჟურნალისტები იწყებენ ჟურნალისტურ გამოძიებას, თემა არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და ძალიან კარგი იქნება თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება, მაგალითად, კორუფციულ სკანდალებთან დაკავშირებით გასულ ჟურნალისტურ გამოძიებებს, სადაც საუბარია საქართველოს მოქალაქეების თანხების მითვისებაზე, კონკრეტული ადამიანების გამდიდრებაზე. თუ ამ რეპორტაჟებსაც განსაკუთრებული ყურადღებით ნახავენ, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენენ,“ – აღნიშნავს ნოდარ მელაძე.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნუკა არველაძე: “ბავშვებს გაეშვით, ნუ დაემსგავსეთ ნაცებს!!!”

თინა ბოკუჩავას განცხადებას, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებისა...

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო – სინდისის პატიმრების დედების გვერდში!”...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 3 მარტს გზის გადაკეტვის...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...