ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ოპოზიციამ იგნორირება გაუკეთა ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას – მამუკა მდინარაძე

პარლამენტმა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც დაამტკიცა. აღნიშნულ დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სპეკულაციების მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენითაც მიიღება:

ჩვენ, მიუხედავად წინა დღეებში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც, მივიღებთ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი კონსენსუსის თანახმად ემსახურება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე ცალსახად, უკვე გადაჭრით, ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, თავისი ყველა დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან.

აქედან გამომდინარე, მათ ეკისრებათ პასუხიმგებლობა, პირველ ყოვლისა, საზოგადოების წინაშე და ყველა ხელმომწერი მხარის წინაშე, რომლებმაც 8 მარტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას, რომ ყველა ხელმომწერ მხარეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისთვის მხარი დაეჭერიათ. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა არის მთავარი საიმისოდ, რომ ვთქვათ ეს ადამიანები საზოგადოებრივ დაკვეთას კი არ ასრულებენ, არამედ თავიანთ გეგმებზე ზრუნავენ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს პარლამენტის ვიცე-სპიკერს:

რაც შეეხება ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას ე.წ. პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობას, არის მხოლოდ და მხოლოდ პიარ კომპანია, რომელიც დაიგეგმა ერთ კონკრეტულ პარტიაში. არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ ამბობს, რომ პირობა არ შესრულებულა “ქართული ოცნების” მხრიდან, იმიტომ, რომ ასეთი პირობა არ დადებულა,”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
თამთა ბარბაქაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული