შაბათი, სექტემბერი 27, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიადღევანდელი აქცია არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ ქვეყნის მომავალს...

დღევანდელი აქცია არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ ქვეყნის მომავალს ეხება – ზვიად ბაღდავაძე

„შეიგრძენი საფრთხე“ – ამ სლოგანით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა. თეთრ ხიდზე შეკრებილმა არასმთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ჰესი არ უნდა აშენდეს, რადგან ის იმერეთის რეგიონს საფრთხეს უქმნის.

დღეს აქ შევიკრიბეთ სხვადასხვა პოლიტიკური და არაპოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე შემოგვიერთდნენ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც სხვა დროს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ იღებდნენ.

დღევანდელი აქცია არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ, საერთოდ, ქვეყნის მომავალს ეხება, რადგან რეალურად ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვართ. ამას წინასაარჩევნო პიარისთვის არ ვამბობ, მართლა ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშეა ჩვენი ქალაქი.

ჩვენ ყრუ და ბრმა მთავრობა გვყავს, ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას გაითვალისწინონ ის რისკები, რაც შეიძლება ამ ჰესის მშენებლობამ მოუტანოს ჩვენ რეგიონს,“ – განაცხადა “ახალი საქართველოსა” და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა ზვიად ბაღდავაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში” – ბიძინა ივანიშვილი...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა...

“დღის ანეგდოტია ამბავი იმაზე, რომ ირაკლი ბერაია ნატოში ელჩად დაინიშნა :)” – თეონა აქუბარდია

წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და...

“შალვა პაპუაშვილმა არჩევნებში მონაწილე პარტიები მათი საქმის გაკეთებაში ამხილა” – მერაბ მეტრეველი

"შალვა პაპუაშვილმა მორიგი პოსტი დაწერა და თავისდა უნებურად (შეიძლება...

“იმაზე ბევრად მეტ ტყუილს ამბობენ ჩვენი პოლიტიკოსები, ვიდრე აქამდე შეჩვეულები ვიყავით” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ქართულ პოლიტიკურ რეალობას კრიტიკულად აფასებს: "ისე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“4 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თარიღი, ის საქართველოს ისტორიაში იქნება სინდისის, ნებისა და დამოუკიდებლობის...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე საინფორმაციო ომის სტრატეგიასა...

“მხდალობა და ლაჩრობა ჩვენი სტილი არ ყოფილა! არ არის და არც იქნება!!!” – მარიამ...

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, აქტიურ პროტესტში მონაწილეობის გაგრძელების პირობას...

“ყაველაშვილს უთქვამს, ტრამპი დამპირდა, დაგიკავშირდებიო. ეს იგივეა, რომ სთქვა, ბორია ივანაშვილი დამპირდა 50 მილიონს...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მიხეილ ყაველაშვილის მოლოდინების,...

“კორუფციის ასეთი მასშტაბი შევარდნაძის ეპოქაშიც არ ყოფილა!” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ხელისუფლება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, კორუფციის ბრალდებით, სისხლის...