კვირა, ივლისი 6, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"დამეხმარეთ ვინმე ან მთავრობას მიაწვდინეთ ხმა" - ავთანდილ...

“დამეხმარეთ ვინმე ან მთავრობას მიაწვდინეთ ხმა” – ავთანდილ ხურციძე

სოციალურ ქსელში ცნობილი ქუთაისელი მოკრივის ავთანდილ ხურციძის („ჩაქუჩა“-ს) ემოციური მიმართვა გავრცელდა. პატიმრობაში მყოფი სპორტსმენი, საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს რომ, ის როგორც რუსი მაფიოზი ისე გაასამართლეს და ამერიკის მკაცრი რეჟიმის ციხეში საჯელს უკანონოდ იხდის.

დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედი დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს “რუსი მაფიოზი” აწერია და ასეც გამასამართლეს, იმის მიუხედავად, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა. დამეხმარეთ ვინმე ან მთავრობას მიაწვდინეთ ხმა.

მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით! არასდროს ვყოფილვარ არც “ძველი” და არც “ქუჩის” ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული,” – ნათქვამია ავთანდილ ხურციძის სახელით, ფეისბუქის მის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივე , რომელსაც გულშემატკივრები „ჩაქუჩას“-ს მეტსახელით იცნობენ, 2017 წლის 8 ივნისს, რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით ნიუ-იორკში დააკავეს. იმ პერიოდში 39 წლის ქართველი მოკრივე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო და ბილი ჯო სანდერსთან ბრძოლისთვის ემზადებოდა, რომელიც 8 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა ის აშშ-ის ფედერალური საპატიმროში აღმოჩნდა. სასამართლომ ის რეკეტსა და თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და 10 წელი შეუფარდა. „ჩაქუჩა“ სასჯელს ბრუკლინის ციხეში იხდის, თუმცა ბრალს არ აღიარებს და თვლის რომ ეს ყველაფერი მისი სპორტული კარიერის გასაფუჭებლად არის მოწყობილი.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...