ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ქართული ოცნება" იტყვის, რომ 200 ნაციონალის აქცია იყო...

“ქართული ოცნება” იტყვის, რომ 200 ნაციონალის აქცია იყო – თამარ ჩერგოლეიშვილი

20 ივნისს გამართულ აქციაზე, სახელწოდებით ,,ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“, ,,ტაბულას“ მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სააგენტო ,,პარალელს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა:

  • რა მოლოდინები გაქვთ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით და თქვენი აზრით რა არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება მმართველმა ხელისუფლებამ საზოგადოებას შესთავაზოს?

– ამ აქციას არ აქვს რაიმე კონკრეტული მოთხოვნები. ეს არის აღნიშვნა იმ კონსოლიდაცის, რაც გასული წლის 20 ივნისს შედგა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის „სკამში“ ჩვენი მტერი ვიხილეთ.

ახლა ჩვენთვის მთავარია ის მონაპოვარი, რაც ამ აქციის პირობებში მიიღო საზოგადოებამ, თუნდაც პროპორციული არჩევნების კომპრომისული ვერსია 120/30-ზე და ველოდებით გამოვიდეს ბოლო პოლიტპატიმარიც, თუმცა ვაცნობიერებ, რომ სისტემა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ადამიანი, თუნდაც და დარწმუნებული ვარ, რომ თავად გიორგი რურუაც დამეთანხმება ამაში.

თუ ბიძინა ივანიშვილს ადგილი არ მივუჩინეთ, სისტემის ცვლილებას აზრი არ აქვს, ის ნებისმიერ სისტემას მოირგებს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ბოლო პოლიტპატიმარიც გამოვიდე. ჩემი ამოცანა, ნებისმიერი აქციის ამოცანა უნდა იყოს უკეთესი ხვალინდელი დღე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი პროტესტი, რომელიც 1 წლის წინ დაიწყო არის ერთ-ერთი ყველაზე ცივილური და პროდუქტიული აქცია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში.

  • დღეს სერგეი გავრილოვმა 20 ივნისიდან 1 წლის თავზე განცხადება გააკეთა, რას ფიქრობთ მის კომენტართან დაკავშირებით?

– აქ მნიშვნელოვანი, საქართველოს ხელისუფლებაა და არა ,,ნაგავი” გავრილოვი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოგვევლინა. როცა მის განცხადებას ვკითხულობდი ვერ მივხვდი ეს იყო თავად გავრილოვი, კობახიძე, თალაკვაძე თუ სხვა. ის საუბრობდა რევანშისტულ ძალებზე, რა გვეტყობა რევანშიზმის?! ეს უცხოა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ ჯანსაღად და უმტკივნეულოდ გამოვხატავთ პროტესტს.

  • როგორ ფიქრობთ გაათავისუფლებენ თუ არა პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და დღევანდელი პროტესტი ცალსახად მის გათავისუფლების მოთხოვნასაც ხომ არ ემსახურება?

– ვფიქრობ აქ არცერთი ადამიანი არ მოიძებნება ვისაც არ სურს რურუას გათავისუფლება. თუ მისი ბრალეულობა იკვეთება რაიმე სხვა საქმეში, მაშინ ის სხვა მუხლით უნდა დაეკავებინათ, თუმცა არა ,,ჩადებულ” იარაღზე. გიორგი რურუა არ უნდა დაეჭირათ იმის გამო, რომ ხელისუფლებას შეეშინდა მისი აქციაზე ყოფნის. იმის ფიქრი, რომ გიორგი რურუა პრობლემებს შეუქმნიდა ხელისუფლებას და მოახდენდა ქუჩის აქციების მობილიზებას, ჩემი აზრით, არ არის საკმარისი მოტივი მისი დაპატიმრების. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა შედგეს სამართლებრივად, მსგავსი აქტივობები არ უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ ,,ქართული ოცნება” იძულებული იქნება გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

  • თქვენი აზრით, რა შეფასებას მისცემს დღევანდელ აქციას მმართველი გუნდი?

„ქართული ოცნება“ იტყვის, რომ 200 ნაციონალის აქცია იყო. ყოველი აქცია პოლიტიკურია თავისივე არსით, თუმცა მისთვის პარტიული ელფერის მიცემა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია, რადგან ის თავს კომფორტულად გრძნობს ,,მიშა-ბიძინას” დაპირისპირების ამპლუაში. სწორედ ამიტომ მის ინტერესებშია ისიც, რომ ყველანი ვინც აქ ვდგავართ, ვიყოთ 200 ნაციონალი“.

ინტერვიუს ჩაწერის თარიღი 20 ივნისი 2020 წელი.
რუსთაველის გამზირი, საპროტესტო აქციაზე.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

“ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დაგეგმილ...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...