კვირა, ივნისი 15, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"გასული წლის 20 ივნისიდან საოცარ ერთიანობას ვაჩვენებთ და...

“გასული წლის 20 ივნისიდან საოცარ ერთიანობას ვაჩვენებთ და ეს არის ის მუხტი, რომელიც დიდ გამარჯვებას მოგვიტანს” – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე 20 ივნისს აქციაზე მივიდა და პროტესტის ნიშნად ხელისუფლებას შეახსენა, რომ ღირსება და თავისუფლება ხელშეუხებელია. მმართველი პარტიის ოპონენტი თვლის, რომ აღმშენებლობა, – არის ერთადერთი იდეა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ქართველი ხალხი. 20 ივნისი კი არის ის მუხტი, რომელიც ადამიანებს დიდ გამარჯვებას მოუტანს:

დღეს ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა რუსთაველზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ბოროტებაზე. ერთი წლის წინ ბოროტებამ იმძლავრა ჩვენზე, სწორედ ამ ადგილას რუსთაველზე, ქართველების სისხლი დაღვარეს, თვალები დათხარეს ხალხს. ადამიანები კი, რომლებიც ბრალდებულები არიან დაწინაურდნენ.

როდესაც მათ ეკითხებიან რატომ დათხარეთ თვალები ახალგაზრდებს? – ისინი პასუხობენ, რომ „ჩვენს სკამს დაემუქრა საფრთხეო“…

მეგობრებო! საქართველომ უნდა დაიწყოს აღმშენებლობის გზა. ჩვენ, გასული წლის 20 ივნისიდან საოცარ ერთიანობას ვაჩვენებთ და ეს არის ის მუხტი, რომელიც დიდ გამარჯვებას მოგვიტანს თითოეულ ჩვენგანს. დიახ, ამ მუხტით ჩვენ უნდა მივაღწიოთ დიდ გამარჯვებას, ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი საქართველო, სადაც ყველა ადამიანს ექნება საკუთარი განვითარების პერსპექტივა.

აღმშენებლობა, აღმშენებლობა და კიდევ ერთხელ აღმშენებლობა, – ეს არის ერთადერთი იდეა, რომლის გარშემოც უნდა გავერთიანდეთ.

გასული წლის 20 ივნისის შემდეგ ჩვენ რუსთაველზე დიდი ერთიანობა ვაჩვენეთ, ასევე ერთიანობა და სინერგია ვაჩვენებთ ნოემბერში „ქართული ოცნების“ დიდი ტყუილის შემდეგ, მშვიდობიანი პროტესტით ხალხის ერთიანობით, ერთიანი მხარდაჭერა დასავლეთისაგან.

8 მარტის შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, გუშინდელი დღე, როცა ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებას მიაღწია, – ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც გინდათ თქვენ, ქართველ ხალხს და არა, ის თუ რა უნდა რომელიმე პარტიას.

დიახ, თქვენ ერთიანობაში და ძალისხმევაში არის გამარჯვება. ამ გამარჯვებას კი 31 ოქტომბერს ერთიანი ძალებით დავაგვირგვინებთ.

უნდა ჩამოვაშოროთ საქართველოს ივანიშვილი და ვიწრო ანკლაური ჯგუფი, რომელიც დღეს ხელისუფლებას მოაჯდა და მათი ერთადერთი საზრუნავი ფულის კეთება და ქვეყნის ძარცვაა. ხალხო არ არის ჩვენი ბედისწერა ის გაჭირვება და უბედურება, რაც ქვეყანაშია, ჩვენი ბედისწერა არის გამარჯვებული, ერთიანი, ძლიერი საქართველო, ძლიერი ადამიანებით, ძლიერი ოჯახებით, ძალა ერთობაშია, ძალა გამარჯვებაშია,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...