ალკუნი – “მეფურ მოთევზავედ“ აღიარებული ფრინველი

16

დაცული ტერიტორიების სააგენტო საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს საოცრად მოხერხებულ მოთევზავე ფრინველის თაობაზე. ეს ალკუნია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ყველაზე ფერადი და მბზინავი ფრინველი.

👉🏻 ალკუნი “მეფურ მოთევზავედ“ არის აღიარებული. მსხვერპლის დანახვისას სწრაფად ყვინთავს წყალში, ბასრი ნისკარტით ეჭიდება და უკან ნადავლთან ერთად ამოფრინდება 🐟

🐤 მდედრი და მამრი ალკუნები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. განსხვავება მხოლოდ ნისკარტის შეფერილობაშია, რომელიც მამრს შავი, ხოლო მდედრს მოყვითალო აქვს

ალკუნი (ლათ. Alcedo) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა. მოიცავს 7 (ან 15–17) სახეობას. მცირე ზომის კაშკაშა ფერის ფრინველები არიან. ახასიათებთ სწორი მახვილი ნისკარტი და მოკლე კუდი. ბინადრობენ წყალსატევებთან ახლოს. იკვებებიან თევზით, კიბოსნაირებითა და წყლის მწერებით. გავრცელებულნი არიან აფრიკაში, ევროპაში, სამხრეთ აზიაში, ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და სოლომონის კუნძულებზე. საქართველოში გვხვდება ცისფერი ალკუნი (იგივე ჩვეულებრივი ალკუნი).

📸 რეინჯერი Zauri Khachidze

კომენტარები