ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაჩემს შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის ორი წყარო მყავდა...

ჩემს შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის ორი წყარო მყავდა – გიორგი გაბუნია სასამართლოში გამოიკითხა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი გაბუნია სასამართლოში მივიდა, სადაც მის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა ჟურნალისტმა თავად მოითხოვა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს:

მთავარი აქცენტი იყო იმაზე თუ საიდან მაქვს ინფორმაცია. აქამდეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ინფორმაციის ორი წყარო მყავდა: ეს იყო ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა ჩემი სიცოცხლის ხელყოფას, ხოლო მეორე წყარო ჩემი პირადი დაცვაა.

მოსამართლეს ასევე აინტერესებდა – მქონდა თუ არა მცდელობა მიმემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ. ჩემი პასუხი იყო – არა. იმიტომ, რომ პირველ რიგში, ვენდობი ნიკა გვარამიას, რომელიც მაწვდის ასეთ ინფორმაციას და თან მისგანვე ვიგებ, რომ წყარო იყო “სუს”-ი. ამ ფონზე აზრს კარგავს ისევ “სუს”-ში წასვლა და ამის თაობაზე საუბარი.

ინფორმაციის მეორე წყარო არის ჩემი დაცვა, რომელიც განსაკუთრებით გააძლიერა ტელეკომპანიამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. დიდი ალბათობით ჩემს დაცვასაც დაიბარებენ დაკითხვაზე.

ასევე მკითხეს, – ვიცოდი თუ არა, რა მიმართულებაზე მუშაობდა გამოძიება. ეს, რა თქმა უნდა, არ ვიცი. მათი კითხვები შეეხებოდა იმას, თუ რა ინფორმაცია მაქვს და ხომ არ ვიცოდი რამე კონკრეტული,“ – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისთვის, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს ასევე გამოიკითხება ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც ჟურნალისტის მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია ტელეკომპანია “ფორმულამ” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.

ავტორი
მახო ზავრაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან ემოციურ წერილს აგზავნის და იხსენებს...

“ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” რუსული” – კახა კალაძე

„ე.წ. დიფსთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ...

“დღეს პოლიციელები ხალხისთვის არიან ყველაზე საძულველი ჯგუფი თუ დაჯგუფება” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს: "დღეს პოლიციელები...

“უბედურება ისაა, ბევრი რომ ვერ მიმხვდარა, სად უნდა ურტყა ამ რუსულ რეჟიმს” – რომან...

დინამო არენაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...