პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის...

ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არავის არ უნდა მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა – გიორგი გახარია

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია და განმარტავს, რომ სამართალდამცავებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ დაიცვან და საფრთხე არ დაემუქროს კონკრეტულ ადამიანს, ჟურნალისტს. მთავრობის მეთაური ასევე აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანების დაცვა სამართალდამცავების პასუხისმგებლობაა, გამოძიება დროული უნდა იყოს, რომ მტრებს სპეკულირების საშუალება არ მიეცეთ:

რამდენიმე საკითხია ძალზედ მნიშვნელოვანი:

  • პირველი, – საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, კონკრეტულმა უწყებამ მძიმე დანაშაული აღკვეთა. ეს ფაქტია!
  • მეორე, – საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს, არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერთან ერთად ეს ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელია;
  • მესამე, – კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ, უმოკლეს ვადებში, ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი მისცეს იმისათვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არავის არ უნდა მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...