პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალივინ გასცა ბრძანება? ისროდნენ თუ არა დამიზნებით? -...

ვინ გასცა ბრძანება? ისროდნენ თუ არა დამიზნებით? – ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, აი ასე, ჩემთვის პირადად არის მეორეხარისხოვანი – გიორგი გახარია 20 ივნისის მოვლენებზე

20 ივნისთან დაკავშირებით არსებული კითხვების – თუ ვინ გასცა სროლის ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით და ა.შ., პასუხად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არ ისროდნენ დამიზნებით და რომ, პირადად მისთვის, ყოველივე ეს არის მეორეხარისხოვანი. მთავრობის მეთაურისათვის მთავარი და მნიშვნელოვანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური მუშაობა, რის შედეგადაც ქვეყანას თავიდან აარიდეს დესტაბილიზაცია და არეულობა:

20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება? ისროდნენ თუ არა დამიზნებით? არ ისროდნენ… – ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. აი ასე, ჩემთვის პირადად, არის მეორეხარისხოვანი.

რა არის ჩემთვის მთავარი? – ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა.

ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა, ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს, ” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

“ლაშა ცანავა არასოდეს დამიტოვებია ბრძოლის ველზე, ისევე როგორც მას არ დავუტივებივარ არასდროს” – ლევან...

თანაგუნდელის, თანამებრძოლის, ლაშა ცანავას დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...