ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიდაწყებულია გამოძიება და გვეცოდინება, თუ როგორ მოხდა და...

დაწყებულია გამოძიება და გვეცოდინება, თუ როგორ მოხდა და საიდან წამოვიდა ხანძრის გაჩენა – კახა კალაძე

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე გაამახვილა ყურადღება, მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს გმირობისათვის და ასევე აღნიშნა, რომ მერია შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას გაუწევენ დაზარალებულებს.

ორი დღის წინ სამგორის რაიონში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტანსაცმელი და სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველების გმირულმა მუშაობამ ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხა. მინდა, მათ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის და ჩემი მოადგილე, ასევე, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე. დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას შევპირდით.

გუშინ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, სადაც აღნიშნული ბაზრობა დაზღვეული იყო, განცხადებები მოვისმინეთ. კომპანიამ გამოხატა მზაობა, ყველა დაზარალებულს დანაკარგი აუნაზღაურდეს. მიმდინარეობს მოკვლევა, დაზუსტება და კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის.

რაც შეეხება თავად დაზარალებულებს, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. ჩვენც მზად ვართ, შევხვდეთ დაზარალებულებს, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარებით. პრემიერ-მინისტრთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი და მომდევნო დღეებში შეხვედრები გაიმართება.

გარდა ამისა, მსურს გითხრათ, რომ ამ კონკრეტულ ფაქტზეც დაწყებულია გამოძიება, მუშაობს შესაბამისი სამსახურები და გვეცოდინება თუ როგორ მოხდა და საიდან წამოვიდა ხანძრის გაჩენა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“რუსთაველის პროტესტმა ბოლომდე ჩახადა და გააშიშვლა რეჟიმი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...