ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიის ადგილები და ის დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის...

ის ადგილები და ის დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია პირბადის ტარება აუცილებელია – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა იმ ადგილების შესახებ, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია და პირბადის ტარება აუცილებელია, ამასთან დაასახელა სიტუაციები, რა დროსაც პირბადის გაკეთება არასავალდებულოა:

რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, რაზეც დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილებები. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა 12 ივნისს მიიღო კანონი პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით, გარკვეულ ადგილებში, კერძოდ, დახურულ საჯარო სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

აღნიშნული კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო დადგენილება, რომლითაც დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული პირბადის ტარების წესი. ჩვენ ეს დადგენილება დღეს მივიღეთ, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც მოქალაქეებისთვის პირბადის ტარება, ისევე როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო.

ზოგიერთი ჯგუფის, ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე, დაწესდა გარკვეული გამონაკლისები, კერძოდ ამ ადამიანებს პირბადის არ ტარების შემთხვევაში, არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება საკითხს, თუ სად არის სავალდებულო პირბადის ტარება, არჩეული იქნა ის ადგილები და ის დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია. კერძოდ, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, ე.წ. „ფრონტ ოფისებში”, „ფრონტ” ნაწილზე, სადაც ყველაზე მეტად არსებობს მოქალაქეებთან შეხება და ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს.

ასევე სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, მაგალითად: უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, თუ შეუძლებელი იქნება 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

ასევე, შეხვედრებზე, თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს, შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე: გამოსვლისას, მოხსენებისას, პრეზენტაციისას, მაგალითად, ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები, თუ ამ ადამიანს შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა და ჩვენ და თქვენ ვიმყოფებით ახლა ასეთ სიტუაციაში და შეგვიძლია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, ამიტომ მე მოვიხსენი პირბადე და არ მიკეთია.

ასევე, სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებსა და სავაჭრო ობიექტებში, ესენიც გახლავთ მაღალი რისკის შემცველი დახურული სივრცეები, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სადაც ასევე ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია.

ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქაც მოგეხსენებათ რისკი მაღალია. აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, არა მხოლოდ მთავრობის დადგენილებაში, არამედ კანონშიც პირდაპირაა მითითებული საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით და აქ იგულისხმება მათ შორის მეტროპოლიტენი, ტაქსები. აგრეთვე, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ადგენს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს და ამ გათვალისწინებულ შემთხვევებშიც, სადაც ძირითადად იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობები, პირბადის ტარება იქნება სავალდებულო,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ჩამოთვალა მოქალაქეთა ის კატეგორია, ვისზეც შეზღუდვები არ ვრცელდება:

არ გავრცელდება და ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ბუნებრივია გავითვალისწინეთ შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები. აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმის მქონე პირები, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ პირბადის ტარება.

ეს ყველაფერი დეტალურად იქნება მითითებული მთავრობის დადგენილებაში. ასევე, არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება, სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, კონკრეტული სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირები 20, ხოლო იურიდიული პირები 500 ლარით ჯარიმდებიან.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...