სამშაბათი, აპრილი 16, 2024

15 ივნისიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა ნებადართულია განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით

დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორების მოლოდნიშია და ამასთან ავრცელებს ინფორმაციას COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით:

🎉 15 ივნისიდან, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის დროა! 🧳

🌲 აღმოაჩინე ქართული ბუნება და შეიქმენი დაუვიწყარი მოგონებები! ✌🏻

☝🏻 მოგზაურობისას გთხოვთ გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული შეზღუდვები.

 COVID-19 პანდემიისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას:

შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;
 ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა;
დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
რეკომენდირებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად https://guru.ge/ -ზე

 ზოგადი რეკომენდაციები:

თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
 მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა;
 ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
 მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას;
 ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული