spot_img
მთავარიარჩევნებიარჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლის დასაწყისშივე სააკაშვილის ფაქტორის გამორიცხვა არის ზუსტად...

არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლის დასაწყისშივე სააკაშვილის ფაქტორის გამორიცხვა არის ზუსტად ის, რაც ივანიშვილს სასიცოცხლოდ სჭირდება – პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე და ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე საუბრობს “ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე:

ზოგიერთი ოპოზიციური კოლეგის საარჩევნო სტრატეგია, ისე დავამარცხოთ ივანიშვილი, რომ არ მოვიდეს სააკაშვილი, არის ან მიზანმიმართული მავნებლობა, ან პოლიტიკური სიბრიყვე, რადგან ზუსტად იმეორებს 2016 წლის ოპოზიციის მცდარ სტრატეგიას, როცა ვერცერთ ფუნდამენტურ საკითხზე ვერ შეძლო შეთანხმება და კოორდინაცია. ნაცვლად იმისა რომ ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ ყოფილიყო, ოპოზიციამ აირჩია “ყველა ყველას წინააღმდეგ” სტრატეგია, რაც, ხალხის თვალში, ოპოზიციურ ლიდერებს წარმოაჩენს არა საერთო მიზნებისთვის მებრძოლ პრინციპულ ადამიანებად, არამედ ერთმანეთთან ჩასაფრებულ, ძალაუფლებისთვის მებრძოლ კარიკატურებად.

მე მესმის ოპოზიციაში პიროვნული ფაქტორების და ვიწრო პარტიული თუ სხვა ინტერესების გავლენა. ეს ბუნებრივია, მაგრამ ბრძოლის დასაწყისშივე ამ მოტივებით გამორიცხვა ერთ-ერთი მაღალი ოპოზიციური მუხტის მატარებელი ლიდერის, ვგულისხმობ სააკაშვილს და მისი მომხრეების, არის ზუსტად ის, რაც ივანიშვილს ხელისუფლებისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება.

უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო არ გვაქვს იმის ფუფუნება  რომ პირადი და ვიწრო პარტიული ინტერესების აქცენტირებით საფრთხე შევუქმნათ ოპოზიციურ ერთობას და ამით ხელი შევუწყოთ ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში.

რაზე ვდაობთ?! – ძალა ერთობაშია და არა ერთმანეთთან კინკლაობასა და ბრძოლაში!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“ნამდვილად, ჩვენ გვჭირდება ერთამანეთის დანახვა ხშირად” – ხატია დეკანოიძე

საზოგადოებასა და მთლიანად ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის"...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...