კვირა, ივნისი 15, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიმინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს: თქვენი განაჩენი უკვე გამოიტანა...

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს: თქვენი განაჩენი უკვე გამოიტანა ცივილიზებულმა სამყარომ, ჩვენ 31 ოქტომბერს გამოგიტანთ განაჩენს – გიორგი ვაშაძე

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ივანიშვილის პუტინთან მოკავშირეობაზე აქცენტით 13 ამერიკელი კონგრესმენის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტთან, “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”, დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა და ბრიფინგზე ივანიშვილის, ოპოზიციისა და საზოგადოებისადმი კონკრეტული მიმართვები გააჟღერა “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ:

ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების კიდევ ერთი, ოღონდ ძალიან მკაცრი და მნიშვნელოვანი განცხადება, რითაც „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სრული ლუსტრაცია მოხდა. საქართველოს დღეს მართავს რუსული ჰიბრიდული ომის მიერ შექმნილი პოლიტიკური ძალა, რომელსაც უნდა, რომ საქართველომ გეოპლიტიკური არჩვევანი შეიცვალოს და რუსეთისკენ წავიდეს.

ეს განცხადება პირველ რიგში ეკუთვნის მთელ დასავლურ სამყაროს, რომ მათ სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, თუმცა, ასევე, ეს განცხადება ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

მეგობრებო, ფაქტებით დადასტურებულია, რომ საქართველო უარს ამბობს, როგორც ჩანს „ქართული ოცნების“ პირობებში, დასავლეთში ინტეგრაციაზე და მიემართება რუსეთისკენ, ამიტომ 31 ოქტომბრის არჩევნები ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, რომელიც ჩვენ წინ გველოდება, არამედ ეს არის  რეფერენდუმი.

ერთხელ ქართველმა ხალხმა უკვე გამოხატა, პლებისციტის სახით, საკუთარი განწყობა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. კიდევ ერთხელ, სწორედ აი ამ 31 ოქტომბრის პლებისციტით, რეფერენდუმით, ჩვენ უნდა ვთქვათ დასავლეთისკენ, ევროპაში და ნატოში ინტეგრაციისკენ მივემართებით თუ ჩრდილოეთისკენ.

მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს: თქვენი განაჩენი უკვე გამოიტანა ცივილიზებულმა სამყარომ და დასავლეთმა. ჩვენ აუცილებლად გამოგიტანთ განაჩენს 31 ოქტომბერს, იმიტომ რომ საქართველო და ქართველი ხალხი არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს რუსეთისკენ შეტრიალებას.

ჩვენი მისწრაფება და ისტორიული ადგილი არის ევროპული, თავისუფალი სამყაროს გვერდით. ჩვენი ადგილია ევროკავშირში, ნატოში და თავისუფალ სამყაროში. ჩვენი ადგილი განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოებს შორისაა. ჩვენი ადგილი არ არის რუსული, ტოტალიტარული სისტემის გვერდით – აი ეს არჩვევანი გვაქვს ყველას ერთად გასაკეთებელი.

მივმართავ ოპოზიციურ ძალებს: ჩვენს ერთობას ამ ბრძოლაში აქვს განსაკუთრებული და გადამწყვეტი ძალა. დიახ, ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა საქართველო ააცილოს დასავლური განვითარების კურსს.

ის, რაც კონგრესმენების ტექსტშია მოცემული – არის ფაქტებზე დაყრდნობით ნათქვამი კონკრეტული სიტყვები. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ – ეს არის  რუსული ჰიბრიდული ომის ნაყოფი, რომელსაც უნდა, რომ ჩვენ აგვაცდინოს განვითარების გზას. სწორედ ეს ეტყობა 8 წლის მანძილზე საქართველოს და არცერთ შემთხვევაში ასე არ  უნდა გაგრძელდეს.

31 ოქტომბერს რეფერენდუმში ყველამ ერთად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია – დასავლეთი ან რუსეთი, განვითარება ან ჭაობში ლპობა და განუვითარებლობა, თავისუფლება ან მორჩილება და მონობა. მე  დარწმუნებული ვარ, რომ  ქართველი ხალხი აირჩევს დასავლეთს, თავისუფლებას და განვითარებას,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...

“ოეე, პატარა ბიჭებო თავში ხომ არ აგივარდათ ძალაუფლება?! რა ბავშვებით მუქარა?‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცების შესახებ გააკეთა განცხადება "ერთიანი ნაციონალური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...