პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებირატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს საარჩევნო სიის...

რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს საარჩევნო სიის განმსაზღვრელი? – გიორგი გახარია

საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ არ უფიქრია სიებზე, რადგანაც ამ ეტაპზე აქტუალურია სხვა საკითხები – პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი:

ნუ ვჩქარობთ, ხალხნო, სიებთან დაკავშირებით. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები. ეს არის პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიაზე. ჯერ ადრეა, არ არის ამაზე საუბარი, არანაირი კონსულტაციები არ მიდის, რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხები საოპერაციო დონეზე გვაქვს გასაკეთებელი, რომ საეროდ არც გვიფიქრია ამაზე,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საარჩევნო სიაში ე.წ. ქვოტებთან და ამ სიის განსაზღვრაში ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით საუბრისას მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, სრული უფლება აქვს იყოს საარჩევნო სიის განმსაზღვრელი:

რას ნიშნავს კვოტა?! ხალხნო, ჩვენ ვსაუბრობთ გუნდურ მუშაობაზე. “ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე. რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშიებით, პოლიტიკურ სიაში, პარლამენტში, არჩევნების წინ, ვინ მოხვდება? ეს ნორმალურია. მე, როგორც გუნდის წევრი, როდესაც ეს განხილვები დაიწყება, ვაშინ ვიტყვი ჩემს სათქმელს. ჯერ ეს არც დაწყებულა, ნუ ჩქარობთ,” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

“რაცხა ფარცაგია ქოცების თავს, გეუბნებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული ვარაუდები ტელეკომპანია...

“მე ასეთი რეალობისთვის ხმა არ მიმიცია და არც ნდობა გამომიცხადებია!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...