პარასკევი, აპრილი 19, 2024

8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, რურუა გათავისუფლდეს, საარჩევნო სისტემა შეიცვალოს – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ხალხის სიტყვას ფასი ჰქონდა და „ქართულმა ოცნებამ“ ესეც კი დაუკარგა, ხელისუფლება რუსული სტანდარტებით მოქმედებს, ერთს აწერენ ხელს და მეორეს აკეთებენ. ოპოზიციონერი ლიდერი უპირობოდ მოითხოვს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, გიორგი რურუა გათავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს:

8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, რურუა უნდა გათავისუფლდეს საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს. განუხრელი და ერთიანია პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში მთლიანად ოპოზიციური სპექტრის იმიტომ, რომ ხალხი ამას ითხოვს და იმიტომ, რომ სწორედ ეს შეთანხმება შედგა ჩვენი დასავლელი პარტნიორების უშუალო მონაწილეობით და ისინიც პასუხისმგებელნი არიან ამ შეთანხმების შესრულებაში.

ამიტომ ნებისმიერი თამაში, პროცესის გაწელვა ეს არის ცუდი „ქართული ოცნებისათვის“ მათ მაინც მოუწევთ ამ შეთანხმების შესრულება და ყველაზე მეტად, რაც მაღელვებს არის ის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ ვიყავით ხალხი ვის სიტყვასაც ფასი ჰქონდა, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს სიტყვასაც ფასი დაუკარგა ანუ რუსული ტიპის ხელისუფლება გვყავს, რომელიც ერთს აწერს ხელს და მეორეს აკეთებს, ეს არის რუსული სტანდარტი. ზოგადად, მე ძალიან მწყინს, რომ ასეთი იმიჯი აქვს ქვეყანას,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული