საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ მხარდამჭერებისადმი ფინანსური შემოწირულობის თხოვნით მიმართვას ეხმაურება:
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პირველად დიდი ხნის განმავლობაში გამოაცხადა ხალხისგან შემოწირულობის მიღება და პირველსავე დღეს მრავალი ათასი ლარი შემოვიდა პარტიის ანგარიშზე.
ჩვენ ვართ ხალხის მიერ შექმნილი პარტია ხალხისთვის და ხალხთან დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია ადამიანების ფინანსური თანამონაწილეობა.
ეს ხარჯები საჭიროა ამჟამად ყრილობის ჩასატარებლად, რეგიონებში გასვლებისთვის, ასევე მოხმარდება პოლიტპატიმრების და მათი ოჯახების მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება დაწვრილებითი ანგარიში იმისა თუ რაზე დაიხარჯა თქვენი ფული.
რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და განმარტებებს აკეთებს შემოწირულობასთან დაკავშირებით
🔴 მიმღები: ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა.
გადარიცხვის დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ: „შემოწირულობა“.
შენიშვნა: შემოწირულობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ქართული საბანკო ანგარიშიდან, პარტიის ქვემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშზე 👇
ანგარიშის ნომერი: #GE03LB0123113007326003
გადარიცხვა შესაძლებელია მობაილბანკის საშუალებით

