სამშაბათი, აპრილი 16, 2024

გიგა შუშანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას აპროტესტებს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხელისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქუთაისში მონ პლეზირის თაღთან კომერციული ფართის გამოჭრა ყველანაირ საზღვრებს სცდება:

ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილში, რომელიც ახალრეაბილიტირებულია და ტურისტებისათვის ერთ-ერთი პოპულარული ლოკაციაა. ხელისუფლებამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა და სწორედ ამ ადგილზე გადაწყვიტა რაღაც ფარდულის გამოჭრა.

ქუთაისის მერია ამბობს, რომ ეს საკითხი მათი კომტენცია არააა და ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ქუთაისელების პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას არ ადარდებს. მათი საქმე მხოლოდ კორუფცია და ბიუჯეტის სახსრების საკუთარ კომფორტზე მორგება,“ – აცხადებს გიგა შუშანია.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, აღნიშნული ბიობის გამოჭრა პროექტის გვერდის ავლით მოხდა.

სანებართვე მოწმობა ჯერ ნანახი არ მაქვს და არ ვიცი პროექტი ამ ტიპის სამუშაოების ჩატარებას თუ ითვალისწინებდა. ეჭვი გვაქვს,რომ ბიობის გამოჭრა პროექტის გვერდის ავლით მოხდა. ორშაბათს, ჩვენი ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის, არის თუ არა ეს კანონდარღვევა,“ – აღნიშნავს ბექა ბარამიძე.

შეგახსენებთ, მონ პლეზირის მიმდებრე ტერიტორიაზე აღნიშნული ფათი რამდენიმე დღს წინ გამოჭრეს,რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული