spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს ბრძოლის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია გარეთ ყოფნა, საპატიმრობიდან ადამიანების...

“დღეს ბრძოლის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია გარეთ ყოფნა, საპატიმრობიდან ადამიანების გათავისუფლება” – პაატა ბურჭულაძე

პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მიმართვას ავრცელებს და “4 ოქტომბრის საქმეზე” მსჯავრდებულებისადმი კონკრეტულ თხოვნა-შეთავაზებებს აკეთებს:

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდებაა ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან.

ამის შესახებ სასამართლოზეც განვაცხადე და ახლა პირადად მოგმართავთ ყველას!

თითქმის ათთვიანი უკანონო პატიმრობით ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ერთობა და შეუპოვრობა. ეს უკვე ისტორიის ნაწილია და მომავალში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება. დღეს კი ბრძოლის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია გარეთ ყოფნა, საპატიმრობიდან ადამიანების გათავისუფლება. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ამაში არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახველი არაფერია. მსგავსი პრაქტიკა არაერთხელ ყოფილა გამოყენებული პოლიტიკური პატიმრების მიერ.

განსაკუთრებით მივმართავ აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს, რომელმაც 4 ოქტომბერს გაზის სპრეის მძიმე შედეგებისგან გადამარჩინა. როგორც პატივსაცემ და უხუცეს პატიმარს, ვთხოვ, მაგალითი მისცეს ყველას და გადადგას ეს ნაბიჯი. მისი ჯანმრთელობა და გარეთ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შემეხება მე, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს.

გამარჯვება გარდაუვალია. ბრძოლა ბოლომდე!” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...