ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ გავრილოვის ღამიდან ერთი წლის თავზე ისევ პრემიერი იქნება და ჟურნალისტებს კვლავ მოუწევთ ინტერვიუს აღება, ასევე განაცხადა, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე:

ერთ რამეს გეტყვით, ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და ყველაფერთან ერთად არასერიოზული, მაგრამ ღიმილის მომგვრელიც. ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ჰქონდათ იმის ილუზია, გავიგე, რომ ვიღაცებს უნდათ და ცდილობენ, თავი გმირებად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე.

ისიც კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი.

შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასება, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, ქვეყანაში მოუწოდოს ვინმეს კიარა, იოცნებოს კიდევაც რაღაც რევოლუციებზე და გადატრიალებაზე. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ ეს უნდა დავივიწყოთ, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები, ქვეყანა უნდა მიხვდეს და მიეჩვიოს იმას, რომ არჩევნები და ამომრჩევლის ურნა არის ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

ეს იქნება მმართველი პარტიისათვის კი არა, ქვეყნისთვის კარგი. ყველამ გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყანას აფასებენ არა პარტიებით, არამედ იმ წარმატებებით და იმ ქმედებებით, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს და ცოტა პასუხისმგებლიანად მოვეკიდოთ იმას, რასაც ვამბობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული