spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო მიგრაციული პოლიტიკის გატარება” – გია ხუხაშვილი

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

ბრმა უნდა იყო, ან უარესი რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო მიგრაციული პოლიტიკის გატარება, რაც ფაქტიურად ფართო მასშტაბიან მიგრაციულ ექსპანსიაში გადაიზარდა.

ამას ემატება ეკონომიკური, ფინანსური, საინფორმაციო, კულტურული და საბოლოო ჯამში პოლიტიკური ექსპანსია, რაც რბილი ძალით ოკუპაციის პირველი და იმპერიისთვის უაღრესად “წარმატებული” ფაზაა.

ამ დასკვნის გაკეთებას არ უნდა დიდი ექსპერტობა – საკმარისია გაიაროთ თბილისის ცენტრალური უბნების ქუჩებში, ბათუმში და ახლა უკვე რეგიონებშიც. ჩართოთ ტელევიზორები, მოუსმინოთ სახელისუფლებო და მათთან აფილირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს. გაეცნოთ რუსეთიდან უკონტროლო, დაუსაბუთებელი ფინანსური ნაკადების თუნდაც საბანკო სტატისტიკას. აღარაფერს ვამბობ “ქეშის” შემოდინებაზე.

ის, რაც კახეთში მოხდა, უბრალოდ აშიშვლებს იმ მარტივ სურათს, რომ არსებულ მოცემულობაში რუსეთის სპეც-სამსახურებს უკვე ძალიან მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი პროვოკაციის, ან თუნდაც სერიის მოწყობა, ამის “ფაშიზმად” მონათვლა და “საკუთარი მოქალაქეების დაცვის” ეგიდით ოკუპაციის ცხელ ფაზაზე გადასვლა.

გასაგებია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს თითქოს არც ჭირდებათ, ისედაც შეიტყაპუნეს ყველაფერი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს ამ ნელი მოქმედების ნაღმის ამუშავება პოლიტიკის ცივილიზებული სამყაროსკენ შემობრუნების მცდელობის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა.

ამიტომ იყო იანუკოვიჩის პოლიტიკა დანაშაულებრივი.

საქართველოშიც იგივე გზას გავდივართ, როდესაც სწორედაც რომ “მშვიდობის” სახელით მტრის მიმართ ლოიალობა ხდება რეალურად ომის საფუძველი…” – წერს გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ეს არ არის ჩვენი არჩევანი – ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის”...

ტელეკომპანია „თრიალეთი“, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: "ხელისუფლების...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...