ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“ივანიშვილის დიქტატურამ შექმნა ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი ჯგუფი ჩინეთთან, რაც ნიშნავს რომ ამ უმნიშვნელოვანეს დარგში ჩვენი ტერიტორია ჩააბარა რუსეთის მთავარ მოკავშირეს.
ეს ხდება იმ დროს როდესაც უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული რუსული დრონები მთლიანად გადავიდნენ ჩინურ ხელოვნურ ინტელექტზე. ამ დღეებში ისიც გაირკვა, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთად ებრძვიან ამერიკულ Starlink-ს სისტემას დაჰაკვით და AI-ს გამოყენებით.
ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და ახლა სრულიად ნათლად აჩვენა თუ ვის ტექნოლოგიურ კოლონიად გარდაიქმნა ჩვენი ქვეყანა ამასობაში. მაინტერესებს რა რეაქცია აქვს ამერიკის საელჩოს თბილისში?” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

