spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი" -...

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას, არა ზოგადს, არამედ კონკრეტულ სამოქმედო პუნქტებს“, – წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, კლინიკა “ვივამედიდან” გამოგზავნილ წერილში და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

რუსეთმა რამდენჯერმე სცადა ჩვენი ბრძოლის “მომთავრება“. პირველი მცდელობა იყო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ძალადობა, ქიმიური იარაღის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბი შემცირდა, პროტესტი ვერ „მოამთავრეს“, მეტიც, თავადაც დაზიანდნენ. შემდეგ სცადეს ლიდერების დაპატიმრებით და რეპრესიული კანონებით „მომთავრება“. დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი.

ახლა აქვთ „მომთავრების“ მესამე მცდელობა – ისევ დაჭერებით, პარტიების აკრძალვით. ამ ტალღას გაცნობიერებულად უნდა შევხვდეთ და არა მხოლოდ პათეტიკური განცხადებებით, რომ ვერ გაგვტეხენ. მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ვერ გატეხვა.

ამ ტალღას უნდა შევხვდეთ არა მხოლოდ სწორი რეაქციით, არამედ მოქმედებების განახლებით. კონკრეტულად:

1. უნდა ვაღიაროთ, რომ ინტეგრაციული პროცესების დაწყების მიუხედავად, წაგვძლია სისუსტეებმა და ოპოზიცია გაჩერდა. ამიტომ, ვაღიაროთ, დავხუროთ ეს ფურცელი და გადავიდეთ მოქმედებაზე;

2. მიუხედავად პროტესტის უწყვეტობისა, თანამშრომლობის ხარისხი გასაუმჯობესებელია საზოგადოებრივ ჯგუფებშიც;

3. უნდა შევქმნათ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოქმედების ერთობლივი სივრცე და შემოდგომისთვის მოვამზადოთ პროტესტის და საერთაშორისო ზეწოლის ტალღა.

ამ ყველაფრისთვის ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას, არა ზოგადს, არამედ კონკრეტულ სამოქმედო პუნქტებს. აღნიშნულ პუნქტებს ჯერ სამუშაო რეჟიმში, ძალიან მალე კი, საჯაროდ გაგაცნობთ.

გეგმა შედგება შემდეგი პუნქტებისგან:

1. ანგარიში ხალხს;
2. ხალხის ხმა;
3. რა შეგვიძლია – მომავლის ხედვა;
4. ამხილე სისტემა;
5. საგარეო გარღვევა – ევროპაში საქართველოს დროა;
6. „თავისუფალი არჩევნები“, – აანონსებს ელენე ხოშტარია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“პოლიტიკოსებმა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ სწორი პოლიტიკური ანალიზი და შესაბამისად იმოქმედონ” – მანანა...

კონკრეტული ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს საქართველოს...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“რადგან მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ისვენებს და კვლავ ცდილობს მისთვის ჩვეულ უსინდისო სტილში “რიყის...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი რიყის დოქებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...